USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდ დოლარს სთხოვს
თარიღი:  658

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას კონგრესს მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში 33 მილიარდი აშშ დოლარი (27 მილიარდი ფუნტი) უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარების აღმოსაჩენად სთხოვა.

პაკეტი მოიცავს 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას, 8 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას და 3 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მისი თქმით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონგრესის მიერ დამატებით 33 მილიარდი დოლარის (27 მილიარდი ფუნტი) დაფინანსების დამტკიცება.

ბაიდენის განცხადებით, თეთრმა სახლმა თითქმის ამოწურა უფლებამოსილება, რომელიც კონგრესმა უკრაინას გასულ თვეში მისცა.

”ჩვენ არ გვაქვს ფული - ამიტომ დღეს, უკრაინის შესანარჩუნებლად, კონგრესს ვუგზავნი დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას, რათა შევინარჩუნოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში და გავაგრძელოთ ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“ , - განაცხადადა ბაიდენმა.

მისი განცხცხადებით, ”ეს დაფინანსება უახლოეს კრიტიკულ თვეებში სამხედრო საჭიროებებს ითვალისწინებს და რუსული აგრესიის შესაჩერებლად უსაფრთხოების გრძელვადიან შეკავებაზე ტრანზიციას გულისხმობს”.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა "არ არის იაფი", მაგრამ აშშ არ შეუძლია ,,უმოქმედოდ ყოფნა“.

პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში უკვე გაგზავნა 50 მილიონზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა და ასევე უზრუნველყო 10 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინაში მდებარე თითოეული რუსული ტანკისთვის.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის