USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგში 2%-ით უსწრებს
дата:  670

დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენთან რეიტინგში ჩამორჩენა 2%-მდე შეამცირა. სოციოლოგიური გამოკითხვა Harvard CAPS / Harris-მა ჩაატარა. ამის შესახებ Hill-ი წერს.

გამოკითხვის შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს რესპონდენტთა 45 პროცენტი უჭერს, ბაიდენს კი ხმას გამოკითხულთა 47 პროცენტი აძლევს. გამოკითხვა 22-24 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1314-მა რესპონდენტმა მიიღო.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.

https://thehill.com/

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати