დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენთან რეიტინგში ჩამორჩენა 2%-მდე შეამცირა. სოციოლოგიური გამოკითხვა Harvard CAPS / Harris-მა ჩაატარა. ამის შესახებ Hill-ი წერს.
გამოკითხვის შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს რესპონდენტთა 45 პროცენტი უჭერს, ბაიდენს კი ხმას გამოკითხულთა 47 პროცენტი აძლევს. გამოკითხვა 22-24 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1314-მა რესპონდენტმა მიიღო.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.