აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანაში "საშიში" ოლგარქიის ფორმირების საფრთხეებზე საუბრობს. ამის შესახებ მან გამოსამშვიდობებელ სიტყვით მიმართვაში გაამახვილა ყურადღება.
"დღეს, ამერიკაში უკიდეგანო სიმდიდრის, ძალაუფლების და გავლენების ოლიგარქია ყალიბდება, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს მთლიან დემოკრატიას, ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას", - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ტრამპთან დაახლოებული პირია, რომელიც ტრამპის კამპანიას უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფდა. სხვა ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები, ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგიც ცდილობენ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
ბაიდენის თეთრ სახლში უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა. მას შემდეგ, რაც მისი შემცვლელის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, ბაიდენი თეთრ სახლს დატოვებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.