USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ჯო ბაიდენი - ბელარუსიის რეჟიმის მავნე საქმიანობა წარმოადგენს ექსტრაორდინალურ საფრთხეს აშშ-ის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკისთვის
дата:  674

აშშ-მა ბელარუსში არსებულვითარებაზე პასუხისმგებელ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ თეთრი სახლი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სანქციების მსხვილი პაკეტი გულისხმობს ბელარუსი ოფიციალური პირებისთვის და კომპანიებისთვის აქტივების დაბლოკვას, ფინანსური საქმიანობების შეჩერებას და აშშ-ში მიმოსვლაზე შეზღუდვას.

„ბელარუსიის რეჟიმის მავნე საქმიანობა და ხანგრძლივი დარღვევები, რომლებიც მიმართულია ბელარუსში დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განხორციელების ჩახშობისკენ, მათ შორის უკანონო და ჩაგვრითი ქმედებები, რომელიც მომდინარეობს 2020 წლის 9 აგვისტოს, ბელარუსიის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან და მის შემდგომ, როგორიცაა პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩახშობა, ასევე რეჟიმის მხრიდან საერთაშორისო სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნა, წარმოადგენს უჩვეულო და ექსტრაორდინალურ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკისათვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати