აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს კორონავირუსი დაუდგინდა. კოვიდინფექცია ასევე დაუდასტურდა მის ცოლს სუზან ბეიკერს. ჯეიმს ბეიკერის პრესსპიკერმა ჯონ უილიამსმა CNN-ს განუცხადა, რომ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.
ჯეიმს ბეიკერი მუშაობას სახლიდან განაგრძობს. მედიის ცნობით, მისი მეუღლეც კარგად გრძნობს თავს. უილიამსმა ამერიკულ მედიას ასევე განუცხადა, რომ ჯეიმს ბეიკერი ვირუსმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა და მის მეგობრებთან ამბობს, რომ ღმერთის მადლიერია, რადგან მხოლოდ 90 წლის არის.
წყარო:https://edition.cnn.com/
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.