USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ჯეიმს ბეიკერს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ
Date:  921

აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს კორონავირუსი დაუდგინდა. კოვიდინფექცია ასევე დაუდასტურდა მის ცოლს სუზან ბეიკერს. ჯეიმს ბეიკერის პრესსპიკერმა ჯონ უილიამსმა CNN-ს განუცხადა, რომ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.

ჯეიმს ბეიკერი მუშაობას სახლიდან განაგრძობს. მედიის ცნობით, მისი მეუღლეც კარგად გრძნობს თავს. უილიამსმა ამერიკულ მედიას ასევე განუცხადა, რომ ჯეიმს ბეიკერი ვირუსმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა და მის მეგობრებთან ამბობს, რომ ღმერთის მადლიერია, რადგან მხოლოდ 90 წლის არის.

წყარო:https://edition.cnn.com/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way