USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ჯეი დი ვენსმა ზელენსკი გააფრთხილა, თავი შეიკავოს დონალდ ტრამპზე თავდასხმისგან და აღნიშნა, რომ მისი საჯაროდ გაკრიტიკება უკუშედეგს გამოიღებს
Date:  490

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, თავი შეიკავოს დონალდ ტრამპზე თავდასხმისგან და აღნიშნა, რომ მისი საჯაროდ გაკრიტიკება უკუშედეგს გამოიღებს.

ვენსი ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ს ესაუბრა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ დაადანაშაულა ტრამპი რუსეთის წარმოებულ „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ყოფნაში.

„იდეა, რომ ზელენსკი პრეზიდენტის აზრს შეცვლის მისი საჯაროდ გაკრიტიკებით მედიაში, მცდარია - ვინც კი იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ ეს საშინელი მიდგომაა ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

„ჩვენ გვიყვარს უკრაინელი ხალხი. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ [უკრაინელი] ჯარისკაცების სიმამაცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკა. ეს არ ემყარება რუსულ დეზინფორმაციას. ეს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპმა, ვფიქრობ, ბევრი რამ იცის გეოპოლიტიკის შესახებ და აქვს ძალიან ძლიერი შეხედულება“, - დასძინა მან.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way