USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ჯეი დი ვენსი: რუსეთს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც მას ჯერ არც კი დაუპყრია
дата:  1353

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც მას ჯერ არც კი დაუპყრია.

უკრაინულ კრიზისზე საუბრისას ვენსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინას ზავის მიღწევა სურს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის მარტივი არ იყო.

„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი მოითხოვდა ზედმეტად ბევრს, რადგან ის ფიქრობს, რომ ომში იმარჯვებს. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ზავის მიღწევა, მით უფრო, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის მარტივი არ იყო. ჩვენი პოზიცია უცვლელია. არ გვსურს უკრაინის მარცხი. უკრაინა უნდა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ. ამასთან, რუსეთს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც მას ჯერ არც კი დაუპყრია. სწორედ ამას გვთავაზობდა ის თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში“, - თქვა ვენსმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати