USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
Тбилиси
ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევთან შეხვედრას მართავს
дата:  99

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სომხეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც მას ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დახვდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯეი დი ვენსსა და ალიევს შორის შეზღუდული ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ჯეი დი ვენსი სომხეთში გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გუშინ აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати