აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სომხეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც მას ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დახვდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯეი დი ვენსსა და ალიევს შორის შეზღუდული ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ჯეი დი ვენსი სომხეთში გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გუშინ აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.