USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
თბილისი
ჯეჰან შაჰის მიერ 1440-წელს სამშვილდის აღების შესახებ - უცნობი ტექსტი
 378
 
იოვანეს გადამწერი ჯეჰან შაჰის მიერ 1440-წელს სამშვილდის აღების შესახებ, უცნობი ტექსტია როგორც ვიცი:
,,დეფხისში (თბილისში) მისულმა [თურქმანებმა] დააქციეს, გაანადგურეს და გადაწვეს ქალაქი; და დაანგრიეს ყველა მისი ეკლესია; შემდეგ, ის მივიდა და ალყაში მოაქცია ქალაქი სამშულტე (სამშვილდე) ორმოცი დღის განმავლობაში, ბზობის დღესასწაულიდან ჩვენი ქრისტე ღმერთის ამაღლებამდე. სადღესასწაულო კვირას წყეულმა და ბოროტმა ჯანშამ ალყა შემოარტყა მათ. ქრისტიანებმა კი, თავიანთ დაწყევლილ მეფეზე (ალექსანდრე დიდი) დაამყარეს იმედები, რომ იგი მათ დასახმარებლად გამოეშურებოდა და ურწმუნოთა მიერ მოყენებული ტანჯვისგან იხსნიდა. მაგრამ ის (მეფე) მათზე არ ზრუნავდა და საკუთარი თავის გადარჩენა ამჯობინა, ვიდრე ქრისტიანების ხსნაზე ფიქრი, რომელთაც არ ჰქონდათ გამბედაობა, იყვნენ დაშინებულები და არ შეეძლოთ ზიანი მიეყენებინათ არავისთვის,
ამიტომ, შიმშილითა და წყურვილით გატანჯულმა ქალაქის მცხოვრებლებმა უგულებელყვეს ციტადელის დაცვა და საიდუმლო გვირაბით გასულები, ჯაჰანშას შეპირდნენ შემოყავნას, მან ცრუდ და მოტყუებით დაიფიცა შემოქმედი ღმერთი, რომ არ აპირებდა მათთვის ზიანის მიყენებას ან მათ დახოცვას. და ირწმუნეს მისი ფიცი და გააღეს კარიბჭე ქალაქისა და გადასცეს მას.
 
მაგრამ მან ყველა გამოასხა [ქალაქის გარეთ]; და გასცა ბრძანება, სამი დღის განმავლობაში მათი წამებისა და გაძარცვის შესახებ, სამი დღის შემდეგ კი მან ბრძანა, შეეკრიბათ ყველა მორწმუნე, და მაშინ ურწმუნოთა სიმრავლე, მახვილებით ხელში, ყოველი მხრიდან შემოერტყა მათ. და ამ დროს, ორმა ძლიერმა, ახალგაზრდა და ვაჟკაცმა მოწამემ, ყოველგვარი შიშის გარეშე, ხმამაღლა შესძახა, რათა ყველას გაეგონა: „თქვენი მაჰმადი წყეულია, ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ", და მაშინ ურწმუნოებმა ატეხეს ღრიალი და ცოფიანი ძაღლებივით მივარდნენ მათ და მყისვე დაცხრილეს ორი მოწამე მრავალი ისრით. ბოროტმა ტირანმა კი თქვა: "რას ელოდებით ? დაწყევლა ჩვენი უფალი, დახოცეთ ყველა, მოკვეთეთ თავები და განტვინეთ". და შეასრულეს მისი ბოროტი ბრძანება; მათ მოკლეს ათასზე მეტი, რომელთაგან ორმოცი ბერი, მღვდელი და დიაკონი იყო. მათმა მოთქმამ დედამიწა შეაძრწუნა და ანგელოზები გააოცა ზეცაში და მათი უდანაშაულო სისხლი, ისევე როგორც აბელის სისხლი, შეჰღაღადებდა უფალს, რათა შური ეძია მათი უდანაშაულობისთვის.
 
ბოროტმა ტირანმა გასცა ბრძანება, ტყვედ წაეყვანათ ყველა ქალი და მათი შვილები, 10000-ზე მეტი სული, და დაფანტა ისინი მთელ არაბეთში, ეგვიპტესა და ხორასანში.
 
რა სანახავი იყო ქრისტიანთა ამ უბედურების ხილვა, რადგან დედა შესტიროდა შვილს და შვილი დედას, საცოდავი მწუხარებითა და მწარე ცრემლებით: „საყვარელო შვილო, ვაი ჩემს საშვილოსნოს, რომელმაც გშობა და ვაი
ჩემს თვალებს, რომელიც გხედავდა, ვაი ჩემს ყურებს, რომელსაც ესმოდა შენი", და შვილები: ,,ო, ღმერთო მოწყალეო, ვაი და ვაი, ვაი ჩემს განკითხვის დღეს, რადგან დავკარგე ჩემი სიწმინდე, რწმენა და კეთილგანწყობა ღვთის თვალში."
ვერავინ დაწერს ენით აღუწერელ სიმწარეს, რომელიც, ქრისტიანებს შეხვდათ."
რეგიონი
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.