USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ჯეფ ბეზოსი დღეს კოსმოსში გაფრინდება
Date:  798

Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი, დღეს კოსმოსში გაფრინდება. 

ფრენა New Shepard-ის კოსმოსური ხომალდით განხორციელდება, რომელიც ბეზოსის კომპანიამ, Blue Origin-მა ააშენა.

თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ბეზოსი მეორე "კოსმოსური მილიარდერი" გახდება, რომელიც თავისი კომპანიის ხომალდით სტრატოსფეროს კიდეზე გაფრინდება.

ბეზოსის ფრენა მხოლოდ 11 წუთს გაგრძელდება. 

Blue Origin-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მილიარდერთან ერთად კოსმოსში ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის და ყველაზე ასაკოვანი, 88 წლის ასტრონავტები გაფრინდებიან.

კომპანიამ Blue Origin შექმნა სპეციალური ხომალდი, რომელმაც კოსმოსში უკვე 15 საცდელი გაფრენა შეასრულა. კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით New Shepard, დედამიწის ორბიტაზე კაფსულით 6 მგზავრს აიყვანს, სადაც, ის უწონადობის პირობებში 10 წუთის განმავლობაში იქნება. ამის შემდეგ, ხომალდი ისევ დედამიწაზე დაბრუნდება. საბოლოო ჯამში, გაფრენა მოიცავს 40 წუთს. გაფრენა 2024 წლისთვის იგეგმება.

კომპანია Blue Origin საკმაოდ მძლავრი აერო-კოსმოსური სააგენტოა, რომელიც ილონ მასკის პროექტებს უწევს კონკურენციას. ასევე, ჯეფ ბეზოსი, ასტრონავტებს მთვარეზე სამოგზაუროდ საკუთარ - Blue Moon კონტრაქტს სთავაზობს.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way