USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
თბილისი
ჯანდაცვის მინისტრი - მედიკამენტების კიდევ გაიაფებისთვის სრულად გავაკონტროლებთ ბაზარს
თარიღი:  765

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოში მედიკამენტების ფასები მკვეთრად შემცირდა. როგორც მან პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თურქეთიდან იმპორტირებული, იაფი მედიკამენტები ბოლო 2 თვეში საქართველოს 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და ამ პერიოდში მათ მიერ დაზოგილი თანხა 35 მილიონი ლარია.

მინისტრის თქმით, მედიკამენტების ფასების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია ასევე ელექტრონული რეცეპტების შემოღება და ექიმებისთვის კონკრეტული ფირმის მედიკამენტების გამოწერის აკრძალვა. კერძოდ, აპრილიდან ექიმებს ევალებათ, პაციენტებს მედიკამენტები მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოუწერონ. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ იმის გამო მიიღო, რომ თავიდან იქნას აცილებული ექიმის დაინტერესება კონკრეტული ფირმის მედიკამენტების გაყიდვებზე, რამდენადაც ფიქსირდება შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს თანხებს უხდიან, კონკრეტული მედიკამენტის გამოწერის სანაცვლოდ.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მედიკამენტების გაიაფების მიმართულებით სახელმწიფო მუშაობას გააგრძელებს და დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის რეფერენტული ფასების დაწესება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს ზედა ზღვარს რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დგინდება.

“ეს აპრობირებული მეთოდია სხვა ქვეყნებში. ირჩევენ 4-5 ქვეყანას, რომელთა ფასებითაც გამოჰყავთ ქვეყანაში რეფერენტული ფასი. ეს არის ის ზედა ზღვარი მედიკამენტებზე, რომელშიც ყველანაირი მარჟაა გათვალისწინებული…ამით დავასტაბილურებთ მედიკამენტებში მარკეტინგული ხარჯით გამოწვეულ ხარჯებს, რაც ხელოვნურია.

ასევე გვაქვს სხვა ეტაპები, რომლებიც ითვალისწინებს სააფთიაქო ბაზების ჩვენს სისტემაში ჩართვას და მედიკამენტებზე ვეღარ მოხდება ფასების გაზრდა ან დეფიციტის შექმნა, რადგან სრულად გავაკონტროლებთ ბაზარს”,- აცხადებს მინისტრი.

თბილისი
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის