ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოში მედიკამენტების ფასები მკვეთრად შემცირდა. როგორც მან პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თურქეთიდან იმპორტირებული, იაფი მედიკამენტები ბოლო 2 თვეში საქართველოს 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და ამ პერიოდში მათ მიერ დაზოგილი თანხა 35 მილიონი ლარია.
მინისტრის თქმით, მედიკამენტების ფასების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია ასევე ელექტრონული რეცეპტების შემოღება და ექიმებისთვის კონკრეტული ფირმის მედიკამენტების გამოწერის აკრძალვა. კერძოდ, აპრილიდან ექიმებს ევალებათ, პაციენტებს მედიკამენტები მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოუწერონ. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ იმის გამო მიიღო, რომ თავიდან იქნას აცილებული ექიმის დაინტერესება კონკრეტული ფირმის მედიკამენტების გაყიდვებზე, რამდენადაც ფიქსირდება შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს თანხებს უხდიან, კონკრეტული მედიკამენტის გამოწერის სანაცვლოდ.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მედიკამენტების გაიაფების მიმართულებით სახელმწიფო მუშაობას გააგრძელებს და დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის რეფერენტული ფასების დაწესება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს ზედა ზღვარს რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დგინდება.
“ეს აპრობირებული მეთოდია სხვა ქვეყნებში. ირჩევენ 4-5 ქვეყანას, რომელთა ფასებითაც გამოჰყავთ ქვეყანაში რეფერენტული ფასი. ეს არის ის ზედა ზღვარი მედიკამენტებზე, რომელშიც ყველანაირი მარჟაა გათვალისწინებული…ამით დავასტაბილურებთ მედიკამენტებში მარკეტინგული ხარჯით გამოწვეულ ხარჯებს, რაც ხელოვნურია.
ასევე გვაქვს სხვა ეტაპები, რომლებიც ითვალისწინებს სააფთიაქო ბაზების ჩვენს სისტემაში ჩართვას და მედიკამენტებზე ვეღარ მოხდება ფასების გაზრდა ან დეფიციტის შექმნა, რადგან სრულად გავაკონტროლებთ ბაზარს”,- აცხადებს მინისტრი.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.