USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის არსებული ტემპით მოსახლეობის 60 %-ის აცრას, 3 წელი დასჭირდება
Date:  373

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაცია არსებული ტემპით გაგრძელდება, მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაციას, რაც საქართველოს მთავრობას წლის ბოლომდე ჰქონდა ნავარაუდევი, 3 წელი დასჭირდება.

როგორც მან მედია ვებინარზე განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპი შეიცვლება.

„ჯამში აცრილი უნდა ყოფილიყო მილიონ 700 ათასი ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც არის გადანაწილებული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით. ასაცრელი კონტიგენტი 41 ათასი იყო და დღისათვის, თუ არ ვცდები, მხოლოდ 9 ათასია აცრილი. ამ მდგომარეობის გამოსწორების ძალიან დიდი იმედი მაქვს. შესაბამისად, თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავცრით მილიონ 600 ათას ადამიანს, წარმოუდგენელია, ამისთვის 3 წელი დაგვჭირდება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია ინფორმაცია გავრცელდეს, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს“, - აცხადებს ჩხაიძე.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way