USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ისტორიული დღეა ფინეთისთვის - ფინეთი ნატო-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა გახდა
თარიღი:  485

ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს სრულუფლებიანი, 31-ე წევრი სახელმწიფო. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

"ფინეთი უკვე ნატოშია! გილოცავთ! ამიერიდან ალიანსში 31 ქვეყანაა. ძლიერი პარტნიორები არიან გარანტი პოლონეთის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის", - წერს ტვიტერში პოლონეთის პრეზიდენტი.

ისტორიული დღეა ფინეთისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნატო-ს ყველა მოკავშირეს, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში დიდი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა.

„ჩვენ ახლა ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა ვართ, მოხარული ვართ, რომ თქვენთან ვართ“, - განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

განცხადება გაავრცელა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომაც.

„ფინეთი დღეს გახდა ნატოს თავდაცვის ალიანსის წევრი. ჩვენს ისტორიაში სამხედრო ნეიტრალიტეტის ეპოქა დასრულდა. ახალი ეპოქა იწყება. თითოეული ქვეყანა მაქსიმალურად ზრდის საკუთარ უსაფრთხოებას. ასევეა ფინეთიც. ამავდროულად, ნატო-ში გაწევრიანება აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციას. ჩვენ, როგორც პარტნიორი, დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ ნატო-ს საქმიანობაში. მომავალში, ფინეთი წვლილს შეიტანს ნატო-ს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვაში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის