USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქართველი მასონები
дата:  4251

საქართველოს ისტორიაში პირველად 2015 წელს შედგა და დაფუძნდა ეროვნული და დამოუკიდებელი მასონური ლოჟების ფედერაცია – დიადი ლოჟა, მისი სრული სახელწოდებაა „უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა (მასონთა) ორდენი – საქართველოს დიადი ლოჟა“.  ეს მოვლენა ისტორიულია იმდენად, რამდენადაც საქართველოს ისტორიაში თანამედროვე მასონობა არსებობდა მე-18 საუკუნის ბოლოდან, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, გაძლიერდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ვერ მოესწრო საქართველოს გასაბჭოებამდე დიადი ლოჟის დაფუძნება… 2015 წლიდან საქართველოს დიადმა ლოჟამ დაიწყო კვლევა ქართული მასონობის ისტორიული ფესვებისა, ამასთან, ეს მხოლოდ მცირედი პირველი ნაბიჯებია.

ოპერატიული მასონები, ანუ პრაქტიკოსი ქვისმთლელები, ჩვენს ისტორიაში მრავლად გვყავდა, მათი აგებულია მრავალი ციხე-სიმაგრე, ტაძარი, მათ შორის უნიკალური სვეტიცხოველი და გელათი. მაგრამ, მიღებული, ანუ არა-პრაქტიკოსი, ქვისმთლელების კვალი არ იძებნებოდა ჩვენი სამშობლოს ისტორიის ზედაპირზე. კვლევის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ ეს კვალი არსებობს და მივყავართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში და დაწესებულებაში გაბნეულ ისტორიულ მასალებთან. ჩვენს გვერდზე მითითებულია ქართველ მასონთა მხოლოდ მცირე რაოდენობა, რომელთა იდენტიფიკაცია გახდა შესაძლებელი სწორედ სხვადასხვა მასონურ არქივში. საქართველოს დიად ლოჟას მიაჩნია, რომ წარსულის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს აწმყო და მითუმეტეს – მომავალი. გადავწყვიტეთ სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მასონური კვლევითი ინსტიტუტის (IMRI) მხარდაჭერით განაგრძობს სპეციალურ კვლევას აღნიშნული მიმართულებით. ყველა ძმის შესახებ, ვინც ჩვენს ვებ გვერდზეა წარმოდგენილი, არსებობს, თუნდაც მწირი, მაგრამ უტყუარი დოკუმენტური მასალა, როგორც სხვადასხვა ისტორიულ წყაროში, ავტორიტეტულ მკვლევართა გამოცემებში, ასევე სხვადასხვა მასონურ არქივებში. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდგომ არქივების დიდი ნაწილი ან განადგურდა ან გატანილია რუსეთში და ინახება გრიფით „საიდუმლო“.

საქართველო მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ იყო ანექსირებული და მასონობაც რეალურად ჩვენში რუსეთიდან შემოვიდა (ამ ეტაპზე სხვა ფაქტები არ გვაქვს). თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში თითო-თითო ლოჟა არსებობდა, ასევე იყო ქართველების, (კავკასიელების) ლოჟა პეტერბურგში, ქართველები იყვნენ სხვადასხვა ლოჟის წევრები მთელი იმპერიის მასშტაბით. XIXს. ბოლოდან, რუსეთის იმპერიაში მძლავრობდა ე.წ. არა-რეგულარული მასონური ფრთაც, „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთი“ (რხდა), ჩვენი თანამემამულეთა ნაწილი ამ დიადი ლოჟის იურისდიქციაშიც შედიოდა.

 ქართველ ძმათაგან, გამოვყოფდით, ქართველ ბატონიშვილს, გრიგოლ იოანეს-ძეს, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილს, რომელიც სავარაუდოდ 1816 წლამდე იქნა ინიცირებული პეტერბურგში. გრიგოლ ბაგრატიონი (1789 – 1830) იყო ქართველი მწერალი, მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ, უწოდეს გრიგოლ I, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში ღვთისმსახურების დროს. მისი მეფობის მცირე ვადის შემდგომ, იგი გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები, სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი პეტერბურგში გაწევრიანდა ლოჟა „გაერთიანებულ მეგობრებში“, სადაც ის ოსტატის ხარისხში იქნა აყვანილი. ამ ისტორიულ პერიოდში, მოღვაწეობდა თავადი მიხეილ ბარათაევი (ბარათაშვილი), დეკაბრისტების მეგობარი და ციმბირში ლოჟის დამაარსებელი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლო ნათესავი. მიხეილ ბარათაშვილი 1784 წლის 25 იანვარს,  ქალაქ სიმბირსკში დაიბადა (გარდაიცვალა 1856 წელს, ბარათაევკაში). იგი იყო ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი. სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა “სათნოების გასაღები“, თავად კი, 1816 წელს იქნა ინიცირებული. საინტერესო და უნიკალური პიროვნება, ქართველი პატრიოტი გახლდათ  ალექსანდრე ვლადიმერის ძე ამილახვარი, პოლკოვნიკი. დაიბადა 1879 წელს, გორში, – გარდაიცვალა 1968 წლის 21 აგვისტოს, ნიუ – იორკში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი პაჟთა კორპუსი. იყო მის მიერვე ჩამოყალიბებული დრაგუნთა ქართული პოლკის მეთაური. 1914–1916 წლებში მსახურობდა ე.წ. „ველურ დივიზიაში“. დონის კაზაკებთან ერთად ებრძოდა ბოლშევიკებს. 1917 წლის სექტემბრიდან თბილისში მოღვაწეობს. გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაშია, ჯერ სტამბულში, შემდეგ პარიზში.1924 წელს სხვებთან ერთად აარსებს მასონურ ლოჟას „ოქროს საწმისი“, საფრანგეთის დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ, იყო ლოჟების „ლოტოსი“ და  „პრომეთე“ -ს წევრიც.  ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესთან და ნიკოლოზ ჩხოტუასთან ერთად ებრძოდა კომუნისტებს. მოგვიანებით, 1954 წლამდე, ცხოვრობდა პერუში, 1957 წლიდან კი იგი აშშ გადადის, სადაც მოგვიანებით აღესრულა.

ქუთაისის გუბერნიაში მუშაობდა მასონური ლოჟა „კავკასიური“, რომელიც 1915 წლიდან იქნა ინსტალირებული ქ. ქუთაისში. წევრებიდან გამოვყოფდით: კიტა აბაშიძეს, რომელიც ლოჟის დაფუძნების დროს იქნა ინიცირებული (სხვათა შორის, 1909 წელს იგი დააპატიმრეს. მიზეზი გახდა მისი გამოსვლა 1909 წლის 22 თებერვალს ქუთაისში შემდგარ თავადაზნაურთა შეკრებაზე, რომელზედაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დადგა. კიტა აბაშიძე დავით მიქელაძესთან და ნიკოლოზ თავდგირიძესთან ერთად ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა);

ლოჟა „პოლარული ვარსკვლავი“-ს წევრი  იყო, ვარლამ გელოვანიც. იგი ქუთაისის გუბერნიიდან აირჩიეს რუსეთის იმპერიის მე-4-ე  სახელმწიფო სათათბიროს წევრად, სოციალ – ფედერალისტი, რუსეთის სათათბიროს ქართული ლოჟის წევრი. ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღორძინებაზე, ის ამტკიცებდა: „ჯანმრთელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაა არა პატარა ერების ინტერესების უგულვებელყოფა, არამედ ამ ინტერესების შეთანხმება უზარმაზარი მთლიანობის ამოცანებთან“.

"კავკასიური ლოჟა" დააარსებული იყო ორი, იმდროინდელ რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი მასონის - კარლო ჩხეიძისა და ევგენი გეგეჭკორის მიერ. მისი წევრები იყვნენ:

1) კარლო ჩხეიძე

2) ევგენი გეგეჭკორი

3) კიტა აბაშიძე

4) იასონ ბაქრაძე

5) პეტრე ყიფიანი

6) ალექსანდრე დიასამიძე

რუსეთის დიად აღმოსავლეთს ჰქონდა მმართველი ორგანო რომელსაც ერქვა "რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის უმაღლესი საბჭო". ამ საბჭოში ორი ქართველი იყო - ევგენი გეგეჭკორი და კარლო ჩხეიძე. ასევე ამ ლოჟის ერთ-ერთი ფილიალის "ჩრდილოეთის ციალის" დიდი მაგისტრი იყო ევგენი გეგეჭკორი. ამ ლოჟას შემდგომში ეწოდა ლოჟა - "გეგეჭკორი".

ასევე ლოჟას დუმაში ჰქონდა ფილიალი ლოჟა "ვარდი", ამ დუმის ლოჟაში 4 ქართველი იყო, ესენი იყვნენ:

აკაკი ჩხენკელი

კარლო ჩხეიძე

ევგენი გეგეჭკორი

ვარლამ გელოვანი

საქართველოში მოღვაწეობდა 3 ძლიერი მასონური ლოჟა:

1) "რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთი" თბილისი,

2) "კავკასიური ლოჟა", ქუთაისი,

3) "ცეცხლოვანი მტრედის ორდენი", თბილისი.

ამ ქართველების ნაწილი, საქართველოს 1921 წლის ოკუპაციამდე იყვნენ მასონები, ქუთაისში, თბილისში, პეტერბურში, ციმბირში არსებულ ლოჟებში, ბევრი მათგანი, „არა რეგულარიც“ კი იყო, მიეკუთვნებოდნენ „რუსეთის ხალხთა დიად აღმოსავლეთს“, მაგრამ მათი უმეტესობა 1924 წლიდან შეურთდნენ რეგულარულ მასონობას, პარიზში, ვარშავაში, ლონდონში, ჩილეში, ნიუ იორკში და ა.შ.

აი ეს სიაც:

  1. გიორგი იოანეს ძე ბაგრატიონი - „გაერთიანებული მეგობრები“
  2. მიხეილ ბარათაშვილი - „კეთილშობილების გასაღები“, სიბირსკი, 1818
  3. დავით ვაჩნაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
  4. გიორგი გვაზავა - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
  5. შალვა ქარუმიძე - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
  6. სპირიდონ კედია - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
  7. ირაკლი ორბელიანი- „პრომეთე“ – 1927, პარიზი
  8. იაკობ ხოჩალავა - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
  9. დავით შირტლაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
  10. კიტა აბაშიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
  11. იასონ ბაქრაძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
  12. ევგენი გეგეჭკორი - „კავკასიური“ - 1915, ქუთაისი (უმაღლესი საბჭოს წევრი, რუსეთი), პეტერბურგში „ჩრდილოეთის ნათების“ -ს წევრი. „ვარდების ლოჟის“ წევრი
  13. ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
  14. ალექსანდრე დიოსამიძე - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
  15. გიორგი ჟდანოვი (მაიაშვილი) - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
  16. პეტრე ყიფიანი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
  17. სერგო ურუსოვი - „კავკასიური“ -1915, ქუთაისი
  18. ალექსანდრე სუმბათაშვილი (იუჟინი) – „აღორძინება“ -1908, მოსკოვი
  19. გიორგი დიმიტრის -ძე სიდამონ-ერისტოვი (სიდამონიძე-ერისთავი)-1910 რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთის უმაღლესი საბჭოს წევრი; "ჩრდილოეთის ნათება" (პეტერბურგი) და "პოლარული ვარსკვლავის", ასევე ლოჟა „გალპერნა“-ს წევრი.
  20. ვარლამ ლევანის ძე გელოვანი - "პოლარული ვარსკვლავი" -1907, პეტერბურგი
  21. ალექსანდრე ხატისოვი - თბილისი; „თავისუფალი რუსეთი“, პარიზი
  22. აკაკი ჩხენკელი - „ვარდების ლოჟა“ - ე.წ. მეოთხე მოწვევის რუსეთის სათათბიროს ლოჟა
  23. ქრისტოფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი - თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
  24. გიორგი მიხეილის ძე თუმანოვი (თუმანიშვილი)- თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
  25. ალექსანდრე ამილახვარი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  26. არჩილ ანდრონიკაშვილი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  27. ირაკლი ვაჩნაძე - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  28. სოსო გობეჩია - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  29. კონსტანტინე ჯაყელი - „ლოტოსი“, პარიზი - 1932
  30. ვლადიმერ დავითის ძე ნიჟარაძე - „პრომეთე“, პარიზი
  31. სერგო ფიცხელაური - „პრომეთე“, პარიზი
  32. ირაკლი წერეთელი - „პრომეთე“, პარიზი
  33. ალექსანდრე ასათიანი - (ლოჟა დაუზუსტებელია)

ამ ეტაპზე თბილისის ლოჟის შესახებ გაცილებით ნაკლებ ინფორმაციას ვფლობთ, ვიდრე ქუთაისის ლოჟაზე.  კვლევის შედეგების და სხვა ქართველი მასონების თუ ქართული ლოჟების შესახებ, ქართულენოვან მკითხველს შეუძლია შეიტყოს ჩვენი სპეციალური გამოცემიდან, რომლის ავტორია მასონი ძმა სოლომონ ასურელი.

2017 წელს საქართველოს დიადმა ლოჟამ საფრანგეთიდან მიიღო მასონური ხელდასმის პატენტი, რომლის მეშვეობითაც აღდგა ისტორიული, სამართალმემკვიდრეობითი და კულტურული კავშირი ჩვენს ქართველ მასონ წინაპრებთან, ევროპულ მასონურ სივრცესთან და ტრადიციებთან.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати