ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპირველობაზე მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა მამაკაცებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპავა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში - 82.77, თავისუფალ პროგრამაში - 163.94, ჯამში კი - 246.71 ქულა დააგროვა და 35 სპორტსმენს შორის მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, მორის ყვითელაშვილი პირველი მოციგურავეა, რომელმაც მამაკაცებს შორის ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
214.47 ქულით (74.13; 140.34) მე-14 ადგილზე გავიდა ირაკლი მაისურაძე.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, მორის ყვითელაშვილი პირველი მოციგურავეა, რომელმაც მამაკაცებს შორის ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილზე გავიდა.
სამინისტროს ცნობით, ამავე ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე ირაკლი მაისურაძე გავიდა