USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
ისტორია ჩეს ცნობილი ფოტოს უკან!
Date:  3200

ერთ-ერთი კუბელი პუბლიცისტის მონათხრობში ვკითხულობთ: „ ბებიაჩემი ყოველღამ უნთებდა  სანთელს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა  - იგი მთელი ცხოვრება ათეისტი იყო. მიდიოდა და ეჩურჩულებოდა.  როგორც წმინდანს ისე თხოვდა წყალობას და როგორც მეგობარს რჩევას. ბებია დარწმუნებული იყო, რომ ისეთი მებრძოლი სული, როგორც ჩე გევარა იყო, სამყაროს არ დატოვებდა და მის ყველა სიტყვას  გაიგონებდა.  დღესაც, როცა მე თითქმის ბებიას ასაკისა ვარ, ეს მოგონება არ გაფერმკრთალებულა, ისევე მკაფიო და ცხადია, როგორც ჩეს ის ფოტო, ყველა კუბელის კედელზე რომ კიდია“

ერნესტო გევარა დე ლა სერნას - იგივე ჩე გევარას სწორედ ეს ფოტო ითვლება ყველა დროის ყველაზე აიკონურ ფოტოსურათად. იგი შეგხვდებათ ყველგან - მაისურებზე, ქუდებზე, ტელეფონის ქეისებზე, პოსტერებზე, იუთუბზე, ფეისბუქში, სნეპჩათში და ასე შემდეგ. ფოტო რომელიც დღეს ანტიკაპიტალიზმის, მშვიდობიანი მეამბოხეობის და უბრალოდ სიმამაცის სიმბოლოა - 1960 წელს კუბაზე, კონტრრევოლუციური ტერაქტის დროს დაღუპულების დაკრძალვის დროსაა გადაღებული. ჩე  გამოსამშვიდობებელ ტექსტს უსმენდა, ფოტო კი ფიდელ კასტროს პირადმა ფოტოგრაფმა ალბერტო კორდამ გადაუღო. ფოტოზე მის  გვერდით  ფრანგი მწერლები ჟან-პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი იდგნენ. მაშინ ამ ჯგუფური კადრისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მხოლოდ 8 წლის შემდეგ, როცა  ჩე დაიღუპა, ფოტო ევროპაში გამოქვეყნდა და პოპულარული  იტალიელი გამომცემლის, მილიონერისა და მარქსისტ ფელტრინელის წყალობით გახდა. თავად ფოტოგრაფს ამ ფოტოს ავტორობით ფული არ უშოვია. სამაგიეროდ ამავე წელს ჩე გამოსახული იყო მადონას ალბომ „ამერიკულ ცხოვრებაზე“, ჟან-პოლ გოტიეს სათვალეებზე, ვერსაჩეს ტანისამოსზე.

ჩეს ცხოვრება ისევე აიკონურია, როგორც თავად ფოტო.

1918 წელს არგენტინაში ერნესტო დე ლა სერნა დაიბადა. მას შემდეგ რაც 6 თვის ერნესტო პნევმონიის მძიმე ფორმით დაავადდა, ექიმების მის უეჭველ სიკვდილს წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მშობლების უდიდესი ძალისხმევის და, ალბათ, სასწაულის წყალობით მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მეამბოხე გადარჩა.

ერნესტო იხსენებდა, რომ ხასიათის სიმტკიცე მას დედისგან ერგო. სელია დე ლა სერნა იმდროინდელი არგენტინის ერთ-ერთი ყველაე ეპატაჟური ქალბატონი გახლდათ. მოკლედ შეჭრილ თმასა და შარვლებს ატარებდა და არც საზოგადოებაში მოწევას ერიდებოდა. ეს კი იმ დროებისთვის სრულიად წარმოუდგენელი  ქმედება იყო.  

ერნესტოს მოწოდება ადრეული ასაკიდანვე ადამიანების დახმარება იყო, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო კეთრით, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებით. სამედიცინო სასწავლებელშიც ჩააბარა და თეორიული ცოდნის მიღების გარდა პრაქტიკულადაც ცდილობდა თავისი ცოდნით მათ დახმარებოდა, ვისთვისაც მშველელი ეკონომიკური მდგომარეობის გამო არავინ იყო. სწორედ ამ მიზნით ახალგარდა ჩემ ლათინური ამერიკის მოტოციკლეტით შემოვლა გადაწყვიტა და განახორციელა კიდეც.

ეს მოგზაურობა  მის ცხოვრებაში გარდამტეხი გახდა  და იქიდან ჩამოსულმა ჩემ ზუსტად იცოდა რისთვის და ვისთვის  უნდა მიეძღვნა თავი. „მოტოციკლეტისტის დღიურებში“ ( ჩეს საავტორო წიგნი) ვკითხულობთ : „ და იმ ჯოჯოხეთში (იგულისხმება ჩილეს შახტები) დგანან გაოფლილები, გაწამებული სახით, დაკოჟრილი ხელებით და რაც ყველაზე საშინელია - უიმედო მზერით. და მე დავიფიცე, დავიფიცე რომ ჩემ წვლილს შევიტანდი - ოღონდაც ამ  ხალხს ასე აღარ ეტანჯა, ოღონდაც სახლებში ერთ დღეს ბედნიერები დაბრუნებულიყვნენ“

მოგზაურობიდან დაბრუნებულმა პროტესტის ნიშნად თავისი გვარის არისტოკრატიული წარმოშობის მიმანიშნებელი ნაწილი „ დე ლა“ ჩამოიშორა და გახდა უბრალოდ ჩე - უბრალო ხალხისთვის მებრძოლი.  

ჩე ერთ ადგილას არასდროს ჩერდებოდა, დადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში. მოგვიანებით იხსენებდა, რომ საკუთარი თვალით უნდოდა ენახა ყველა ის საშინელება, რაც ლათინურ ამერიკაში ხდებოდა, ამით იგი ძალებს იკრებდა და რწმუნდებოდა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავისი წვლილი შეეტანა ამ ყველაფრისთვის ბოლოს მოღებაში.  „ერთი ადამიანის სიცოცხლე მილიონჯერ უფრო ფასეულია, ვიდრე მსოფლიოს ყველა უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთად აღებული.“ -  ეს ჩეს სიტყვებია და ამ კრედოსთვის არც არასდროს გადაუხვევია.

სწორედ ამ მომთაბარეობის დროს შეხვდა მეხიკოში ფიდელ და რაულ კასტროებს. მათი პირველივე საუბარი 10 საათს გაგრძელდა და იქიდან გამოსულებმა უკვე იცოდნენ - რევოლუცია გარდაუვალი იყო. 
„ ჩვენ მთელი ღამე ვლაპარაკობდით, ერთმანეთის სიტყვებს ისე ვუსმენდით, როგორც საკუთარს, თავბრუ დამახვია მისმა ოპტიმიზმმა, შეუვალობამ, რადიკალურობამ. იმ ღამეს ჩვენ პრობლემებზე წუწუნი შევწყვიტეთ და რეალური სამოქმედო გეგმა დავისახეთ. დილით უკვე მის ექსპედიციაში მთავარი ექიმის როლით მივდიოდი, მაგრამ ორივემ ვიცოდით, მე იარაღს უფრო ხშირად გამოვიყენებდი, ვიდრე ლანცეტს“

თავის მხრივ ფიდელიც იმავე ღამეს იხსენებს, როგორც გარდამტეხსა და ნამდვილი გზის დასაწყისს. ჩეს გარდაცვალების შემდეგ კი იტყვის:  ”მაშინ მას ჩემზე მეტად ჩამოყალიბებული რევოლუციური იდეები ჰქონდა. თეორიისა და იდეოლოგიის მხრივ იგი ჩემზე განვითარებული იყო. ჩემთან შედარებით იგი უფრო მოწინავე რევოლუციონერი იყო. შეიძლება ისტორია გვიყვებოდეს, რომ ის მე გამომყვა, მაგრამ არა, სინამდვილეში მე გავყევი მას“.

მათი შეხვედრიდან ერთი წლის თავზე კასტრო და ჩე კუბის დიქტატორული მმართველის ბატისტას წინააღმდეგ უკვე ღიად თავიანი პატარ-პატარა პარტიზანული დაჯგუფებებით იბრძოდნენ.  დაპირისპირებამ 1 წელს გასტანა.  ყველას ეგონა, რომ ვერ გადარჩებოდნენ, ამხელა წნეხს და თავდასხმას ვერ გაუძლებდნენ, მაგრამ ჩეს რკინის ხასიათმა და შეუდრეკელებამ ფაქტობრივად მთავარი როლი ითამაშა და ყოველი დამარცხების შემდეგ მეამბოხეები მეტი და მეტი ალით უტევდნენ რეჟიმს.

მიუხედავად იმისა, რომ განათლებით ეკონომისტი არ იყო, ჩემ ეროვნული ბანკის მმართველად მოინდომა დანიშვნა იმ მიზნით, რომ ამ პოზიციაზე ყოფნით ყველაზე უკეთ შეძლებდა მათ დახმარებას, ვისთვისაც ომში ჩაება. ჩე სასტიკი წინააღმდეგი იყო კაპიტალიზმისა, მაგრამ  არც უსამართლო გასხვისებებს ამართლებდა და ამით თავისი კომუნისტი თანამებროლებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა.

მისთვის ჩვეული ენთუზიაზმით  კუბის მშვიდობიანი ცხოვრების მშენებლობას შეუდგა: ეროვნული ბანკის მმართველობის პარალელურად  ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის აღორძინებას, საფუძველს უყრიდა მრეწველობას და  ელჩის სტატუსით სტუმრობდა ინდოეთს, ჩინეთს, სსრკ-ს, იუგოსლავიას, პაკისტანსა და მრავალ ქვეყანას.

მაგრამ ჩეს ოცნება ხომ მხოლოდ კუბის განთავისუფლება არ ყოფილა ტოტალიტარიზმისგან, იგი მსოფლიო რევოლუციაზე ოცნებობდა, კუბამ კი რევოლუციის შემდეგ მშვიდობიანი ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო.

„თუ თქვენ იპოვით გზას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მაშინ ამ გზას არსაით მიჰყავხართ.“ - ამ სიტყვების მთქმელი ჩესთვის  კი კომფორტის ზონაში დარჩენა და დინების მიყოლა სრულიად წარმოუდგენელი იყო. 

მან უარი თქვა კუბის მოქალაქეობაზე და თავის უახლოეს თანამებრძოლებთან ერთად რევოლუციების მოსაწყობად ჯერ კონგოში, შემდეგ კი ბოლივიაში გაემგზავრა.  გარეგნობა და სახელი შეიცვალა და რამონი დაირქვა.

ჩე სწორედ მათ შეიწირეს ვისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა - უბრალო გლეხებმა. მაშინ როცა ერთ-ერთ სოფელში იყო დაბანაკებული თავის მცირერიცხოვან რაზმთან ერთად და მარაგებიც თითქმის გამოლეული ჰქონდა,  სოფლის მაცხოვრებლებმა დაასმინეს და მისი სამალავი გათქვეს.  ალყის გარღვევის მცდელობისას თითქმის ყველა მეამბოხე დაიღუპა, დაჭრილი ჩე კი ტყვედ ჩავარდა.

გარი პრადო - ოფიცერი, რომელმაც ჩე პირადად შეიპყრო, იხსენებდა, რომ სანამ იგი პატიმრობაში ჰყავდათ, მუდამ პატივისცემით ეპყრობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შეპყრობამდე თითქმის 10 თანამებრძოლი მოუკლა.  „ ხანდახან ვფიქრობდი, რომ არც კი მინდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ბრძანება მალევე მოვიდა - „დახვრიტეთ“.

ჩე ბოლივიაში საიდუმლოდ დაკრძალეს. საფლავის  მდებარეობის შესახებ 1997 წლამდე არავინ იცოდა, ვიდრე ის კუბელებისა და არგენტინელების ერთობლივმა ექსპედიციამ არ აღმოაჩინა. კუბაზე ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ჩე საზეიმო ვითარებაში ქალაქ სანტა-კლარაში დაკრძალეს, ქალაქში, რომელიც მისმა რაზმმა რევოლუციის დროს გაათავისუფლა და სადაც მანამდეც უკვე არსებობდა მის პატივსაცემად აგებული მემორიალური კომპლექსი. კუბაზე ჩეს სიკვდილის დღეს ოფიციალურად პარტიზნის დღეს აღნიშნავენ.
 
„სადაც არ უნდა შევხვდეთ უეცარ სიკვდილს, დაე მივესალმოთ მას, იმ პირობით, რომ ჩვენი ბრძოლის ხმა მისწვდება ვიღაცის ყურს“ -   ჩემ თავისი სიკვდილით დაამტკიცა, რომ ეს უბრალო სიტყვები არასდროს ყოფილა.

დღეს ის რევოლუციის, ბრძოლის, შეუპოვრობის სინონიმია და სიმბოლო იმის, რომ ერთ კაცს ნამდვილად შეუძლია მსოფლიოს შეცვლა.

 

მასალა მოამზადა ელენე ხვედელიძემ

 

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way