USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
თარიღი:  588

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, ისრაელში დღეს, ადგილობრივი დროით, დილის 7 საათიდან ამოქმედდება, ტყვეების გაცვლის პროცესი კი, დღის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.

ჰუმანიტარული პაუზა, შეთანხმების მიხედვით, 4 დღეს გაგრძელდება. ამავდროულად, ისრაელის არმიის თვითმფრინავები დილის 10 საათიდან დღის 6 საათამდე, ღაზის სექტორში ფრენას შეაჩერებენ.

4-დღიანი ზავის პერიოდში, „ჰამასი“ 50 მძევალს, ისრაელი კი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, ისრაელმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა, დღეს 39 ადამიანი გამოუშვას.

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის