ისრაელმა სავარაუდოდ “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელის უშიშროების კაბინეტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის ამოწმებენ, არის თუ არა ღაზას სექტორში დაბომბვის შედეგად მოკლულ სამ ტერორისტს შორის “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდრომარე, იაჰია სინვარი. განცხადებაში აღინიშნება, რომ სახლში, სადაც მათ ტერორისტები მოკლეს, მძევლები არ იმყოფებოდნენ.
იაჰიას მოკვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა: “ყველა ტერორისტს მივწვდებით და მათ გავანადგურებთ”. მან ასევე გამოაქვეყნა “ჰამასის” სამხედრო ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის და “ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას ფოტოები, რომლებიც ისრაელმა უკვე მოკლა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.