USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ისრაელმა სავარაუდოდ “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა
Date:  842

ისრაელმა სავარაუდოდ “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელის უშიშროების კაბინეტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის ამოწმებენ, არის თუ არა ღაზას სექტორში დაბომბვის შედეგად მოკლულ სამ ტერორისტს შორის “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდრომარე, იაჰია სინვარი. განცხადებაში აღინიშნება, რომ სახლში, სადაც მათ ტერორისტები მოკლეს, მძევლები არ იმყოფებოდნენ.

იაჰიას მოკვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა: “ყველა ტერორისტს მივწვდებით და მათ გავანადგურებთ”. მან ასევე გამოაქვეყნა “ჰამასის” სამხედრო ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის და “ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას ფოტოები, რომლებიც ისრაელმა უკვე მოკლა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way