USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ისრაელის საჰაერო ძალებმა, ჰამას პროვინციაში მდებარე T4-ის ავიაბაზაზე განახორციელა მასშტაბური საჰაერო დარტყმები, რამაც მიწასთან გაასწორა ავიაბაზის ინფრასტრუქტურა.
თარიღი:  739
გასულ ღამეს, ისრაელის საჰაერო ძალებმა, ცენტრალურ სირიაში, ჰამას პროვინციაში მდებარე T4-ის ავიაბაზაზე განახორციელა მასშტაბური საჰაერო დარტყმები, რამაც მიწასთან გაასწორა ავიაბაზის ინფრასტრუქტურა.
 
რამდენიმე დღის წინ, თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ბაზაზე, თურქული არმია აპირებდა შესვლას და იქ საჰაერო თავდაცვის ტექნიკის განლაგებას, თუმცა ისრაელის მოქმედებებმაც არ დააყოვნა და ავიაბაზა გაანდგურა.
 
როგორც სირიული მედია ავრცელებს ინფორმაციას, დარტყმების შედეგად დაიღუპნენ სირიის არმიის წევრები, სამოქალაქოები და 3 თურქი ინჟინერი, რომლებიც ავიაბაზაზე იმყოფებოდნენ და ბაზას ამზადებდნენ თურქული ძალების განლაგებისთვის.
 
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკვე დაგმო ისრაელის დარტყმები და ის დაადანაშაულა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში .
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის