USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ისრაელი უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე სხვები
Date:  910

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას დიდი რაოდენობით დახმარებას უწევს, რომელსაც უკრაინას სხვა ქვეყნების უმეტესობა არ უწევს.

„ისრაელი უკრაინას დახმარებას სხვადასხვა არხით რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევს. ისრაელი ასევე მოქმედებს სხვა განზომილებებში. ბევრი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ მასშტაბით მუშაობს. ჩვენ ამ სამწუხარო კრიზისს დელიკატურად და პასუხისმგებლობით ვმართავთ, სხვადასხვა მოსაზრებების დაბალანსებით, რომელიც რთულია“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

უკრაინა ისრაელს შეიარაღების ან თუნდაც თავდაცვითი სამხედრო საშუალებების არმიწოდების გამო აკრიტიკებს.

20 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პარლამენტსაც მიმართა. ქნესეთის დეპუტატებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვირტუალურ რეჟიმში მოუსმინეს. უკრაინის ლიდერმა პუტინის რუსეთსა და ფაშისტურ გერმანიას შორის პარალელები გაავლო და ღიად განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს უკრაინელი ერის განადგურება წარმოადგენს.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way