USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ისრაელი ასადის რეჟიმს დამხობით დაემუქრა, თუ სირია ომში ჩაერთვება
Date:  825

სირიამ თავი აარიდა ღაზას ომში ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ დამასკოში ირანის საკონსულოს მახლობლად მდებარე შენობას ისრაელი დაესხა თავს, რასაც ირანის საპასუხო თავდასხმაც მოჰყვა.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავრობა ცდილობს ბალანსი დაიცვას რუსეთსა და ირანს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მას 13 წლიან სამოქალაქო ომში და დაეხმარენ მას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში.

სირია არის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის - ირანის მიერ მხარდაჭერილი ალიანსის ნაწილია, რომელმაც ოქტომბრიდან დაიწყო თავდასხმები ისრაელზე.

მაგრამ მისი სხვა მთავარი მოკავშირე რუსეთი ინარჩუნებს დიპლომატიურ კავშირებს ისრაელთან და ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილურობა სირიის სამხრეთში, რომელიც ესაზღვრება გოლანის მაღლობებს.

"ისრაელმა მკაფიოდ გააფრთხილა ასადი, რომ თუ სირიას მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, ისინი გაანადგურებდნენ მის რეჟიმს," - თქვა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა, რადგან მას მედიასთან საუბრის უფლება არ აქვს.

ბოლო თვეების განმავლობაში სირიაში ირანულ ობიექტებზე იერიშების სერია იყო. 1 აპრილს მომხდარი საჰერო თავდასხმის შედეგად,  დამასკოში, ირანის საკონსულოს გვერდით შენობაში დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი მეთაური, მათ შორის ორი გენერალი. 

ამ დარტყმის საპასუხოდ, ირანი 13-14 აპრილს პირველად დაესხა პირდაპირ თავს ისრაელს დრონებითა და რაკეტებით.

AFP-ს ჰეზბოლასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ შეტევებმა აიძულა ირანი შეემცირებინა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა მთელს სამხრეთ სირიაში, განსაკუთრებით გოლანის მოსაზღვრე რაიონებში.

წყარო:https://realpolitika.ge

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way