ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა, ასევე, ახალი განათების სისტემა და დამონტაჟდა ლედ სანათები. 12500 კვ.მ. ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.
საფეხმავლო ბილიკზე, მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოეწყო ფერდის დამჭერი კედელი.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 580 000 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.