USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Тбилиси
ისა კაძოევი - ქართველებზე ახლობელი ინგუშისათვის არ არსებობს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!
дата:  1718
ისა კაძოევმა, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქეა, პირადადაც უმასპინძლა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზვავის ჩამოწოლის გამო შეფერხებულ მძღოლებს და ერთი ამბავი გაიხსენა:
 
როდესაც ინგუშები ქართველებს სიკეთეს გაუკეთებდნენ და ამით უხუცესებთან დაიტრაბახებდნენ, აკსაკალები ღიმილით ეტყოდნენ, რას ტრაბახობთ, ქართველები ინგუშეთშიც თავიანთ მიწაზე არიანო!
 
კაძოევის თქმით, მე-17 საუკუნეში, როდესაც ინგუშეთში მრავალწლიანი გვალვა და შიმშილი ყოფილა, ბევრი ადამიანი დაღუპულა! ეს რომ საქართველოში გაუგიათ, ბერები გადასულან მთებით და ინგუშთა ოჯახებიდან, ხურჯინებით, ათობით ბავშვი წამოუყვანიათ მონასტერებში, უპატრონებიათ და გადაურჩენიათ!
 
შემდეგ კი, უკან მშობლებთან დაუბრუნებიათ...
 
დაუფიქრებლად და უშიშრად ატანდნენ ინგუში მშობლები ქართველ ბერებს თავიანთ შვილებსო, - თქვა კაძოევმა.
ქართველებზე ახლობელი ინგუშისათვის არ არსებობს! ღმერთმა დალოცოს საქართველო! - ასე დიალოცა ისა კაძოევი, რომელსაც ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს, თბილისის საპატიო მოქალაქეობა უბოძა!
 
ღმერთმა დალოცოს ჩვენი უღალატო ინგუში ძმები, რომელთა დროშაზე, სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ბორჯღალია გამოსახული!
Тбилиси
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати