USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Tbilisi
ირმა შამათავა-ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი
Date:  636

ამერიკაში მეუღლესთან ერთად 2000 წელს ჩამოვედი. 20 წელია რაც დარტმოუთის კოლეჯში ასოცირებული მეცნიერი ვარ.

ჩემი საქმიანობის ძირითადი თემაა მიწისქვეშა აუფეთქებელი ნაღმების აღმოჩენა-განეიტრალება ელექრომაგნიტური ველების გამოყენებით. ეს პროექტი წყალქვეშა სივრცესაც მოიცავს. პარალელურად ვმართავ ტექნოლოგიურ კომპანია“White river technologies”.

ჩემი მეუღლეც პროფესიით ფიზიკოსია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდებზე, რომელსაც ჰიპერთერმია ჰქვია. ელექტრომაგნიტური ველების დასხივებით ვეძებთ სიმსივნურ კერას, შემდეგ კი ორგანიზმში შეგვყავს თხევადი მეტალები, ვახურებთ 46 გრადუს ტემპერატურაზე, რაც სიმსივნურ უჯრედებს კლავს, ოღონდ ქიმიისგან განსხვავებით, სხვა უჯრედებს სრულიად არ აზიანებს.

ამ მეთოდით ბევრი სახის სიმსივნეს შეიძლება ვუშველოთ. მისი პატენტი გვეკუთვნის ჩვენ, დარტმოუთის კოლეჯს. ცხოველებზე ექსპერიმენტები წარმატებით ჩატარდა და კარგი შედეგებიც მოჰყვა. ამერიკაში ამ ექსპერიმენტის ადამიანზე ჩატარებას დიდი დრო სჭირდება. საქართველოს ხელისუფლებას მივმართე, სანამ ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, დანერგონ კანონი, რაც მოგვცემს საშუალებას დაფინანსდეს და ჩატარდეს ექსპერიმენტი მეოთხე სტადიის სიმსივნის მქონე პაციენტებზე, თუმცა მათი მხრიდან ამ შეთავაზებაზე რეაგირება არ ყოფილა. ეს ტექნოლოგიები უკვე დანერგილია და გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში.

2018 წელს თბილისში ახალი ტექნოლოგიური კომპანია (sstech) დავაარსე, რომელიც ამერიკიდან ფინანსდება. იგი დაფუძნებულია ელექტრომაგნიტური ველებით სენსირებაზე , ჩაძირული სხეულების დეტექტირებასა და იდენტიფიცირებაზე, როგორიცაა აუფეთქებელი ნაღმები, მინერალები(გეოფიზიკა). ამ კომპანიაში საქართველოში წარმოებული ახალი ტექნოლოგიური სისტემები იქმნება. მისი გამოყენება პრაქტიკაში ხდება და იმ პროექტის ნაწილია, რასაც ამერიკა და მთელი მსოფლიო იყენებს.

ჩვენი მიზანია ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში. მიმაჩნია, რომ სახელწიფო უნდა იყოს დაინტერესებული ეროვნული ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებით და საქართველოში შექმნილი ტექნოლოგიების შესყიდვა- დანერგვით.

მაგალითად 2010 წელს საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მილიონ დოლარად შეისყიდა ბრიტანული ყალბი მეტალდეტექტორები, რაზეც ჩვენ წლებია ვმუშაობთ. უმჯობესი იქნებოდა ამ თანხით რეალური პროექტები დაფინანსებულიყო, თუნდაც სიმსივნის ტექნოლოგიები. სამწუხაროდ ჩვენთან საგანმანათლებლო სისტემაშიც ბევრი ხარვეზია. მიმაჩნია, რომ მომავალი თაობის განათლება-განვითარებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ წარმატებული და გამოცდილი ადამიანები. საქართველო არც ერთ უცხოელს ისე არ სტკივა, როგორც ჩვენ, ემიგრაციაში წამოსულ ქართველებს. სწორედ ჩვენს ხარჯზე უნდა ხდებოდეს ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლება, მხოლოდ განათლებაშია ჩვენი ხსნა და მომავალი.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way