USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ირმა ინაშვილი: პირიქით, ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ ამას ვერ ხვდებით?
Date:  1443

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება, ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც და ვეზირებით კიდეც, ვინც ზიარების რიგში დგას. ვინც მაზიარებელი და აღმსარებელია, ის წესებს და რეკომენდაციებსაც დაიცავს - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეჩვენება, რომ ე.წ. კომენდანტის საათი იმისთვის არის დაწესებული, რომ მორწმუნეებს სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესიებში მისვლა გაუჭირდეთ.

„ჩემთვისაც გაუგებარია 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა და მეჩვენება, რომ რაღაცნაირად ეს სააღდგომო ლიტურგიასთან არის ეს კავშირში, რომ ადამიანებს ეკლესიაში მისვლა გაუჭირდეთ. პირიქით, ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ ამას ვერ ხვდებით? ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და ამათ რა ემართებათ?! ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე, პირიქით, მეტი მოწოდება უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ წევალთ და ვეზიარებით“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way