USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
თარიღი:  1460

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე გაიხსნა. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ. მან ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს „ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ ემსახურება. მისივე თქმით, ხმის მიცემა ადამიანების „რელიგიური ვალდებულებაა“.

მედიის ინფორმაციით, არჩევნებში 7000 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 666 ქალია. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 18.00 საათზე დასრულდება. მედიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს საპრეზიდენტო მარათონზე, რომელიც ქვეყანაში მომავალ წელს გაიმართება.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის