USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
ირანი არ არის აგრესიული სახელმწიფო, მაგრამ არ დაუშვებს ზეწოლასა და მუქარას - გენერალ მოჰამედ ბაღერი
дата:  258

ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის, გენერალ მოჰამედ ბაღერის განცხადებით, "ირანი რეგიონში მშვიდობის დამყარებას ცდილობს და ბირთვული იარაღის შექმნის სურვილი არ გააჩნია. პირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-სთან არ იგეგმება, თუმცა ირიბი დიალოგის შესაძლებლობა არსებობს. თუკი აშშ გულწრფელობას გამოიჩენს, მოლაპარაკებებიც შესაძლებელია. წარსულში სწორედ ამერიკის მხარე აღმოჩნდა ყველაზე ნაკლებად სანდო, რის გამოც მათ მიმართ ნდობა არ არსებობს."

მისი თქმით, "ირანი არ არის აგრესიული სახელმწიფო, მაგრამ არ დაუშვებს ზეწოლასა და მუქარას. ქვეყნის საზღვრებსა და ინტერესებზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას მკაცრი და დამანგრეველი პასუხი მოჰყვება. ირანის საჰაერო თავდაცვა, სარაკეტო და უპილოტო საფრენი სისტემები ახლა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე იმ დროს, როდესაც ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ განახორცილდა"

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати