USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის ახალ გზაზე, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია
дата:  809
რიკოთის ახალ გზაზე, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან, 12 გვირაბით და 22 ხიდით, დაახლოებით, უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%.
 
"სამწუხაროდ, მოვისმინე ძალიან ბევრი ტყუილი, ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები და ცილისწამება. რიკოთის მონაკვეთზე, რომელიც შედგება ოთხი მონაკვეთისგან და ჯამში, 52 კმ-მდე გზა, 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან, 12 გვირაბით და 22 ხიდით, დაახლოებით, უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%. პირველი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთი დაკეტილია.
 
რიკოთი არ არის დაკეტილი!
 
რიკოთზე მოქმედებს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის შემდეგი: 149-ე კმ-ზე, არსებული, ძველი, გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყერის კერა. სპეციალისტების ანალიზითა და შესწავლით, ეს კერა მიჩნეული იქნა მომეტებული საფრთხის მქონედ. მიღებული იქნა მყისიერი გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.
 
ამის შემდეგ, გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი და მოეწყო დამცავი კედელი. მხოლოდ ამის შემდეგ დაწესდა გადაადგილების სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში, ჩვენ პრევენცია და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შევძელით "-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
 
რიკოთის მშენებელი არცერთი კომპანია არც ხელშეკრულების გაფორმებისას და არც ახლა არ იყო და არ არის სანქცირებული
"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ხოლო რიკოთის შემთხვევაში - მსოფლიოს ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის - დაფინანსების პირობებში, რა თქმა უნდა, პროექტთან დაკავშირებული შესყიდვები ხორციელდება მათი პროცედურებით. ამ პროცედურას ჰქვია „ღია საერთაშორისო ტენდერი“. ასეთია შესყიდვის ფორმა, რომელიც ცალსახად განმარტავს, თუ ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პრეტენდენტმა ფინანსური, თუ ტექნიკური გამოცდილების თალსაზრისით,"- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლო ქარსელაძემ, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, დადგენილი პროცედურები ითვალისწინებს სამ ძირითად ეტაპს, რომელიც საჭიროებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დასტურს შესყიდვის სრული პროცესის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით. ამასთან, განსაზღვრულია ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაციის საფუძვლებიც.
 
"შეუძლებელია ამ პროცედურების პირობებში, ტენდერში გაიმარჯვოს და ხელშეკრულება გაფორმდეს სანქცირებულ, შავ სიაში მყოფ კომპანიასთან. შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების მკაცრი დაცვით გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები. შეგახსენებთ, რომ რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანია მუშაობს, სადაც მაღალი კონკურენციის დონე იყო და გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა. ხელშეკრულება მათთან ვერ გაფორმდებოდა, თუ ეს კომპანიები იქნებოდნენ.
 
მინისტრის განმარტებით, რიკოთის მშენებელ კომპანიებთან გაფორმებულია ფიდიკის ტიპის, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს პროექტის განვითარების და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კომპანიის სანქცირება შეწყვეტის მიზეზი ვერ გახდება.
 
"მიუხედავად ამისა, გუშინ ვთხოვე საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ღია წყაროებში გადაემოწმებინათ იყვნენ თუ არა აღნიშნული კომპანიები დღეის მდგომარეობით სანქცირებული და გაირკვა, რომ 10 აგვისტოს მდგომარეობით, არცერთი რიკოთის მშენებლობაში ჩართული კომპანია არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, თითქოს პროექტი სანქცირებულ კომპანიებს მივეცით, არის სრული ტყუილი,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
 
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში საქმიანობის 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში, კორუფციის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ. მისი თქმით, მსგავსი ცილისმწამებლური ბრალდებები შეურაცხყოფს ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციის, რომელიც რიკოთის მშენებლობაშია ჩართული, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.
 
მინისტრის განცხადებით რიკოთის პროექტზე საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაძლიერებულია.
 
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად, გამომდინარე რიკოთზე არსებული რეალობიდან. ძალიან მძიმე ვითარებაა (რაჭის სტიქიის გამო) და ამ დროს, კიდევ ხელოვნური დაძაბულობის შემოტანა, საზოგადოების დაშინება, არის დაუშვებელი,"- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რაჭაში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, რიკოთი დღესაც არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზა შენდება ისეთი პროექტით და ისეთი მაღალი დონის სპეციალისტების ჩართულობით, რომ იქნება სრულიად უსფრთხო.
 
ის ფაქტი, რომ ასეთ რთულ ვითარებაში (რაჭის სტიქიისას), კამპანიური ხასიათის ბრალდებების გამო, მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჩვენ დღეს გვიწევს რიკოთის თემაზე შეხვედრა, მეტყველებს იმაზე, რომ რიკოთის პროექტთან დაკავშირებით, კომუნიკაციის მიმართულებით მეტია გასაკეთებელი. ამას, აუცილებლად, გამოვასწორებთ იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდეს შესაბამისი, ობიექტური ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ კამპანიური, პოლიტიკური მიზნის მცდელობა, დააშინონ მოსახლეობა რიკოთის გზასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარეალური,"- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати