USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
ირაკლი ქარქაშაძე ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებ სუბსიდირებულ ავიაბილეთებზე: გუშინ 13:00 საათზე ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1630 ბილეთია გაყიდული, რაც ჩაშვებული ბილეთების 55%-ია
дата:  980

გუშინ 13:00 საათზე ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1630 ბილეთია გაყიდული, რაც ჩაშვებული ბილეთების 55%-ია, - განაცხადა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.

„გუშინ 13:00 საათზე ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1630 ბილეთია გაყიდული, რაც ჩაშვებული ბილეთების 55%-ია და მოთხოვნა მზარდია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ticket.ge-ს პლატფორმაზე და ასევე „ვიზეარის“ პლატფორმაზე - მხოლოდ „ვიზეარის“ ბილეთებისა. ბილეთის შემძენი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და აეროპორტში რეგისტრაციის დროს უნდა წარმოგვიდგინოს თამაშზე დასასწრები ბილეთი, დანარჩენი პროცედურა სტანდარტულია“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати