გუშინ 13:00 საათზე ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1630 ბილეთია გაყიდული, რაც ჩაშვებული ბილეთების 55%-ია, - განაცხადა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.
„გუშინ 13:00 საათზე ბილეთები ჩავუშვით გაყიდვაში და უკვე 1630 ბილეთია გაყიდული, რაც ჩაშვებული ბილეთების 55%-ია და მოთხოვნა მზარდია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ticket.ge-ს პლატფორმაზე და ასევე „ვიზეარის“ პლატფორმაზე - მხოლოდ „ვიზეარის“ ბილეთებისა. ბილეთის შემძენი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და აეროპორტში რეგისტრაციის დროს უნდა წარმოგვიდგინოს თამაშზე დასასწრები ბილეთი, დანარჩენი პროცედურა სტანდარტულია“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.