USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილსის“ პროექტებში უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში არსებული ვითარების შესაბამისი იქნება
თარიღი:  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „იგლ ჰილსის“ პროექტებში უძრავ ქონება ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი და მათ ყიდვას საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ.

„ეს აბსურდია, რადგან წარმოუდგენელია მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ხდება უძრავი ქონების პროექტის განვითარება და იქ ყიდვის შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს. რა თქმა უნდა, სამიზნე აუდიტორია ამ პროექტებისა არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „იგლ ჰილსის“ პროექტებში უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში არსებული ვითარების შესაბამისი იქნება. „ეს ასახული იქნება პროექტების საფასო პოლიტიკაში, რადგან უბრალოდ შეუძლებელია, რომ პროექტის ფასები ამოვარდნილი იყოს იმ კომერციული საწყისებიდან, რაც საქართველოში ჯდება მშენებლობა და სხვა. ამავე დროს, ვიცით „იგლ ჰილსის“ ის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განვითარდა. ამდენად, მსგავსი რისკი უბრალოდ წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიის გაყიდვების ოფისი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყველაზე წარმოსაჩენ ადგილას მდებარეობს, სადაც უძრავი ქონების ყიდვა საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიწყება აქტიური კამპანია და წინასწარი გაყიდვებიც.

„ძალიან მალე ჩამოიმსხვრევა ის მითი, რომ აქ არის სპეციალური საფასო პოლიტიკა. იყო საუბრები, რომ თითქოს კონტრაქტში წერია მსგავსი რამ - საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კონტრაქტში ეწეროს ნაციონალობის მიხედვით რანჟირება და კვოტების გამოყოფა. ეს ღიმილის მომგვრელია,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის