ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრისას ერთ-ერთი აყვანილი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია არ გამორიცხავს, რომ ბოროტმოქმედის ამოცნობას ხმის მეშვეობით შეძლებს. მისი ვარაუდით, ის 35-დან 40 წლამდე კაცია.
„საფრთხე იყო მაქსიმალურად რეალური. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა, რომელიც მე ვიცოდი და სხვებსაც ავუხსენი, რომ ეს ყუმბარა თუ აფეთქდებოდა ცოცხალი ვერცერთი ვერ გადავრჩებოდით და ჩვენი მიზანი იყო, რომ არავის გარედან მისთვის არ ესროლა, იმიტომ რომ ეს ავტომატურად ჩვენთვის სროლას და ჩვენს სიკვდილს ნიშნავდა“, - აცხადებს კვარაცხელია.
ის ასევე იხსენებს, რომ თავდამსხმელმა კიდევ 3 ადამიანს სთხოვა მედიასთან დაკავშირება, თუმცა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, ბოლოს ჟურნალისტებთან კავშირზე სწორედ კვარაცხელიას მოუწია გასვლა.
„ერთს Facebook-ი არ ჰქონდა, მეორეს ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, მესამეს ანგარიშზე არ ჰქონდა და როცა მითხრა მე, მე მქონდა ანგარიშზე, ტელეფონიც მქონდა. დავუკავშირდი იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობა, რადგან გარეთ სამართალდამცველებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას ხელყუმბარა ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში. ვიღაცას რომ ესროლა დავიხოცებოდით უბრალოდ. თვითონ ის პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იყო ზეპროფესიონალი, ძალიან ადეკვატური და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ცოცხლები გამოვსულიყავით იქიდან“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ის ავთანდილ გალდავას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩანაცვლების ინიციატივა სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა. კვარაცხელია ასევე იხსენებს, რომ თავდამსხმელი ძირითადად ქართულად საუბრობდა, თუმცა რამდენჯერმე მძევლებს მეგრულადაც დაელაპარაკა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.