USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე - შეიძლება, 2 კვირის წინ მქონდა კომუნიკაცია და იმის შემდეგ სხვაგან წავიდა, მე საიდან უნდა ვიცოდე
дата:  570

ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში შემოეშალათ ხელში მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით. „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ქართულ ოცნებაში“ „კლანებს“ შორის არსებულ დაპირისპირებას“ ეხებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი და თავად არის პასუხისმგებელი, რომ თითოეული მინისტრი კეთილსინდისიერად მოქმედებდეს.

„ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში ხელში შემოეშალათ მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით, იქ „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ა.შ. დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავროვო გუნდზე. მე ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით. პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას იმაზე, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ სად იმყოფება ახლა ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია, პრემიერი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ახლა ყოფილი პრემიერი.

„შეიძლება, 2 კვირის წინ მქონდა [კომუნიკაცია] და იმის შემდეგ სხვაგან წავიდა. მე საიდან უნდა ვიცოდე [სად იმყოფება]. არ ვიცი - ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მაქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати