USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ირაკლი კობახიძე: ევროპული ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა
Date:  490

90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერისათვის. რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით გადავუხადო მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მისი პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის ყველა სფეროში გაგრძელდება.

„გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ისე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე. ჩვენთვის თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილება არის მნიშვნელოვანი და გვაქვს იმედი, დარწმუნებულებიც ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way