USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - „პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია“
дата:  413

დღეს რომ საუბრობდნენ სამარცხვინოდ, პაოლო იაშვილსა და ტიციან ტაბიძეს იხსენებდნენ და ამ ადამიანებს, ჩვენს საამაყო წინაპრებს, მართლა გმირებს, სამოქალაქო გმირებიც იყვნენ და შემოქმედებაშიც და ყველაფერში გმირები იყვნენ, ამათ უტოლებენ ბაია პატარაიასა და გიგა მაქარაშვილს, ეს ხომ სირცხვილია, ეს ხომ სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის?! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას განვითარებული მოვლენებით ნათელი გახდა, რომ დღევანდელი „სამოქალაქო საზოგადოება“ თავს მოხვეული ტერმინია. მისი თქმით, ბუნებრივად ჩამოყალიბებულ სამოქალაქო საზოგადოებებში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.

დღეს რომ უსტვენდნენ, პარლამენტში ვინც იყო შემოსული, მაღალი მატერიებით ხომ ლაპარაკობდნენ, ვითომ სამოქალაქო საზოგადოება? - ესეც თავს მოხვეული ტერმინია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ბუნებრივად ყალიბდება და არა ასე თავს მოხვეული მახინჯი მეთოდებით, იქ სამოქალაქო საზოგადოება იქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესის საფუძველზე. მაგალითად, მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის დასაწყისი რომ გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი - ესენი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დღევანდელ სამოქალაქო სექტორს აქვს მცდელობა, ერთ სიბრტყეში მოაქციოს მე-20 საუკუნის მოღვაწეები და ამჟამად მოქმედი სამოქალაქო აქტივისტები. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მიზანმიმართული კამპანიაა და იდენტობის წაშლის მცდელობას ემსახურება.

„სირცხვილი და სულში ჩაფურთხებაა ქართველებისთვის, როცა ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძეს, მართლა გმირს, თან შემოქმედს, გენიალურ ადამიანს და აქეთ ბაია პატარაიას, ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება და ეს არ უნდა „გავატაროთ“ ჩვენ. ამას როგორც კი „გაატარებ“, შენი იდენტობა, რასაც ებრძვიან, იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის სირცხვილი, ეს უნდათ ზუსტად - შენი იდენტობის წაშლა - ეს არის მიზანმიმართული პროცესი და ამიტომ მიდის მთელი ეს კამპანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, "დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია". როგორც კობახიძემ "იმედის ეთერში" თქვა, როდესაც ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძესა და ბაია პატარაიას, ეს ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა.

"მაგალითებზე როდესაც ვსაუბრობთ, მინდა რამდენიმე ციტატა წავიკითხო, კონკრეტული სახელებითა და გვარებით.

თამთა მიქელაძე: „ეკლესია საკუთარ გამდიდრებაზე ორიენტირებული ინსტიტუციაა“.

ნინია კაკაბაძე: „რა სინქრონულად სამარცხვინოები არიან ეს ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია“.

ბაია პატარაია: „ეკლესია და ილია მეორე მკვლელია“.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე: „ძალიან მიხარია, რომ ეს ბოროტების იმპერია ემხობა, წესიერი ხალხი, თუ ვინმე შემორჩა ეკლესიაში, უნდა წამოვიდეს წინ და ბნელები უნდა ჩაქვესკნელდენენ“.

გიორგი ბურჯანაძე: „კანონიერ ქურდებს რომ ჰქონდათ გავლენა ხელისუფლებაზე, პოლიციელებზე, ხომ გახსოვთ? იგივეა, როდესაც რელიგიური კონფესია ახდენს ხელისუფლებაზე ასე გავლენას და თავის ჭკუაზე ათამაშებს - სირცხვილია“.

 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати