USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Тбилиси
ირაკლი გოგავა - როგორ ეხმარება ამერიკა მცირე ბიზნესს პანდემიის დროს
дата:  1544

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ირაკლი გოგავა, სოციალურ ქსელში გვიყვება, მისი ამერიკელი ბიზნესმენი მეგობარის ისტორიას - თუ როგორ ეხმარება აშშ-ი მცირე ბიზნესს კორონავირუსის პანდემიის დროს. 

"ჩემს ამერიკელ მეგობარს პოლიტიკური და ბიზნეს კონსალტინგის ფირმა აქვს. კომპანია ამერიკული მასშტაბებით დიდი არ არის - დაახლოებით $500,000 ბრუნვა ჰქონდა 2019 წელს.

დღეს მიუვიდა წერილი, რომ მის კომპანიას გამოუყვეს $7500 2 წლიანი კრედიტი 1% წლიური განაკვეთით. თუ ის, როგორც მფლობელი, ამ თანხას საკუთარ ხელფასში დახარჯავს ორი წლის შემდეგ გადასახდელი მხოლოდ კრედიტის 25% ანუ $1875 ექნება, დანარჩენს კი "პატიობენ". მსგავსი შეთავაზებები მიიღო მასიურად საშუალი ფენამ. რთული წარმოსადგენი არ არის როგორი შედეგი ექნება ტრამპის რეიტინგზე ამ ნაბიჯს. $1200 ერთჯერადი დახმარება უკვე დარიგდა ამ კრედიტის გარეშეც." - წერს ირაკლი გოგავა.

წყარო:https://www.facebook.com/

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати