მადლობა მოწვევისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. მე გასულ წელსაც ვიყავი აქ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. მადლობა კიდევ ერთხელ გლობსეკის ორგანიზატორებს. მადლობა და მოგესალმებით კიდევ ერთხელ.
კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას. მიმაჩნია, რომ, ალბათ, ყველაზე გამოწვევებით აღსავსე დროა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული დღეები გვქონდა 2008 წელს, მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი ომი მიმდინარეობდა საქართველოში. დღეს შეიძლება ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20% პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ააშენეს 2 სამხედრო ბაზა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე, და ეს არის შედეგი იმ დამანგრეველი ომისა.
არ მინდა დეტალებზე საუბარი ამ ომთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენ საკუთარი მოსაზრება. ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, კარგად არის ჩვენი ჯარი გაწვრთნილი და აღჭურვილი, გამოცდილი ჯარი გვყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, როდესაც არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ის ომი დამანგრეველი იყო ჩვენთვის. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ მსოფლიომ იმ დროს იმ ომს არ მიაქცია საკმარისი ყურადღება, იმ აგრესიას, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება, არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები.
ასე ვფიქრობ, ასე მწამს. ჩვენთვის რა განსხვავება აქვს ხომ, ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი. ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება.
რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე მინდა გკითხოთ. თქვენ განმარტეთ, რატომ არ მიუერთდა საქართველო საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს დამანგრეველი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის. ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ან გადაჭარბებულად არის დამოკიდებული რუსეთზე, ანუ ქვეყანაზე, რომელიც სულ უფრო სცილდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებთანაც დაახლოებას თქვენ ცდილობთ? ევროკავშირი მაქვს მხედველობაში. რა ნაბიჯებს დგამთ ახლა, მოკლევადიან პერიოდში, იმისათვის, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე ნაკლებად დამოკიდებული გახდეთ?
სულ პირველ კითხვას დავუბრუნდები, თქვენი ნებართვით. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან ომი 2022 წელს?
არა მგონია ვიცოდე, თქვენი აზრი მაინტერესებს.
არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს.
მინდა ვისაუბრო საქართველოს სიტუაციაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, გვინდა, რომ მშვიდობა აღდგეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაც აღდგეს ძალიან მალე, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო ჯერ. მე მესმის თქვენი კითხვა, მესმის თქვენი ყველას წუხილი უკრაინის საკითხზე, მაგრამ ჩვენ ჯერ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს, რადგან რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ვირჩევდი, რომ იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ეს ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ არ საუბრობდა ადრე. და ომის შემდეგ, 2008 წელს, მე მგონი, საკმაოდ იმედგაცრუებული ვიყავით. გავიმეორებ, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, არაფერი მოხდა. ყველამ გააგრძელა ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება რუსეთთან. ამიტომ, ჩემი საბოლოო მიზანი და ყველა ქართველისა და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით. 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა, ჩვენ მას „სტრატეგიულ მოთმინებას“ ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ რუსეთთან. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას აყენებს ძალიან დიდი რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. თანამედროვე ისტორიაში, როცა 90-იან წლებში დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ეს ჩემი და ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც უწყვეტი მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობის პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი, ვკარგავდით ტერიტორიებს. ეს – ჩვენი პერიოდი კი ერთადერთია, როდესაც საქართველოს არ ჰქონია ომი, ესკალაცია, კონფლიქტები და არც ტერიტორიები დაგვიკარგავს.
მეორე მხრივ, თან, დავასრულებ…
თან, პატარა ქვეყანა დიდი ძალის წინააღმდეგ.
სიტუაცია ნამდვილად რთულია, თან, ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ. ახლა ამაზე მინდა ვისაუბროთ. ევროკომისიამ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა საქართველოს. ჩამონათვალი გრძელია და მოიცავს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, სასამართლო სისტემის რეფორმას, ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერებას და ა.შ. ერთ-ერთი დათქმა იყო დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს შემდეგს, ვციტირებ – „ჭარბი გავლენის და პირადი ინტერესის აღკვეთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ ამ მიმართულებით?
დღეიდან ერთი თვის ვადაში?
კი ბატონო. ეს რთული საკითხია.
რომელ კანონზეა საუბარი?
მეგონა სხვა ადამიანს გულისხმობდით, მაგრამ გისმენთ.
მე თქვენს ლიდერზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ვფიქრობდი.
ასე მოიხსენიებენ. ბევრჯერ ყოფილა მასთან მიმართება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს?
შეგიძლიათ, მაგრამ რთული დასადასტურებელი იქნება.
ზოგიერთი თქვენი მოქალაქე არ არის კმაყოფილი ბოლოდროინდელი ცვლილებებით. ამის მაგალითია თბილისის ქუჩებში ძალიან დიდი საპროტესტო მუხტი უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის თაობაზე. თქვენმა პარტიამ კი გაითხოვა კანონპროექტი, მაგრამ გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. საჭიროა იმის ცოდნა, თუ ვის ვინ აფინანსებს, მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ იარლიყების მიწებება ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსების რაღაც, მგონი, 20 პროცენტზე მეტს იღებს სხვა ქვეყნიდან. უცხო გავლენის აგენტის ეტიკეტის მიკვრის ლოგიკა რაში მდგომარეობს?
როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიენიჭა სტატუსი საქართველოს?
ვიცი, ისინი რასაც გვეუბნებიან. მე თქვენი აზრი მაინტერესებს.
ახლა დარბაზს ვაძლევთ საშუალებას აპლიკაციის გამოყენებით დასვან კითხვები, ან ხელი აწიონ და მიკროფონს მივცემთ. მინდა იმ ხალხს მივცე კითხვის დასმის საშუალება, ვინც კარგად იცნობს საქართველოს, და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მწვავე კითხვები დაუსვას იმის თაობაზე, რაც მე ჯერ არ მიკითხავს. ჯერ თავი წარადგინეთ და კითხვა ლაკონურად დასვით. სიტყვით გამოსვლებისა და განცხადებების საშუალება არ არის. დიდი დრო არა გვაქვს. ვიწყებთ რობინ შეფარდის კითხვით. ბრძანეთ.
მადლობა კითხვისთვის. ორივეა, მე მგონი, და საკმაოდ კომპლექსურია საკითხი. საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდზე ნაკლებია. ევროკავშირი გასულ წელს 1 მილიარდ ევროს ყოველდღე უხდიდა რუსეთს. ანუ, რუსეთმა ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო გასულ წელს და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა მარტო 1 მილიარდია წელიწადში. ანუ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენი გავლენა რუსეთზე იქნებოდა 0.3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე – მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩემი აზრი არის ასეთი, – როცა ამ საუბარს ვაწარმოებდით, სრულად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ, რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაცაა. ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, შეერთებული შტატებიც ასევე. საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?
კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ განაწყენებული ვიყავით, რომ დასავლეთში სერიოზულად არავინ მიიღო 2008 წლის ომი. ეს არის მიზეზი.
დიდი მადლობა კითხვისთვის, შოთა. დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინ არის ეს ადამიანი, ოპოზიციის წარმომადგენელია, ოპოზიციის რიგებიდან არის, იყო ჩვენი მთავრობის წევრი ორიოდე წლის წინ. ცოტათი უცნაური არ არის, რომ ჩამოვიდა ბრიუსელში და შემდეგ ბრატისლავაში და ამ პროვოკაციულ კითხვას მისვამს. ყველას ესმის ამ დარბაზში, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ აი, ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე ისაუბრებს და იტყვის, რომ ჩვენი გაკეთებულია ევროკავშირის გზაზე ყველაფერი. ჩვენ – „ქართული ოცნების“ მთავრობამ გავაკეთეთ მაქსიმუმი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში – ეს არის რეალობა. ამიტომ, აქცენტი აჯობებს გავაკეთოთ გაერთიანებაზე ოპოზიციისა და მთავრობის. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს. აი, ეს – „გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთანო“ – აი, ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ამიტომ, ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ დარბაზისთვის მინდა განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
დიდი მადლობა. თუ გინდათ თავიდან აიცილოთ შემდეგ გლობსეკის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი მაშინ. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში.
დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გამოვხატოთ ყველაფრისთვის, რაც გაუკეთებია საქართველოს დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის. მეორე მხრივ, მინდა შევახსენო ყველას და კითხვის ავტორსაც, რომ სანამ ჩვენი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემა იყო პროკურატურის გაგრძელება. ძალიან მოკლედ განვმარტავ, რას ვგულისხმობ. 4000-5000 საქმე გაიგზავნა სტრასბურგში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. შედარებისთვის ვიტყვი მხოლოდ, – წელს 150 საქმე გაიგზავნა აპელაციის მიზნით სტრასბურგში. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემისადმი ნდობა არის საშუალო ევროპულ დონეზე ზემოთ – 52% ან 55%, შეიძლება მეტიც! მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციების, თქვენი, რეიტინგების თანახმად, სამართლის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის პირველ ადგილზე არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში. რასაც ვასახელებ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგი და ინდექსები. საქართველო წინ უსწრებს 11 ევროპულ ქვეყანას და ალიანსის 13 წევრს. კარგი მმართველობის, გახსნილობის, გამჭვირვალობის კუთხით, კორუფციის აღქმითა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, პირველი ვართ მსოფლიოში. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ბევრი საუბარი გვქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და ამას განვმარტავთ შემდგომში, მაგრამ ერთ-ერთი, რაც მინდა ვახსენო, ის არის, რომ გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ წინ მივდივართ, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და ასეც გავაგრძელებთ მომავალში.