USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
იქნებ და არც დაიჯეროთ , რომ ამ კაცს, ფოტოზე რო ბებერ მუსუსს ჰგავს, საერთოდ არც ეცალა ქალებისთვის
дата:  1154
იქნებ და არც დაიჯეროთ , რომ ამ კაცს, ფოტოზე რო ბებერ მუსუსს ჰგავს, საერთოდ არც ეცალა ქალებისთვის.
უბრალოდ, დრო არ ემეტებოდა მათთვის.
და როცა დროს ნახულობდა , ალბათ ვერც ერთი ქალი , ვინც კი მის გვერდით აღმოჩნდა ამა თუ იმ დროს, ვერ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ ამ კაცს საერთოდ ვინმე თუ უყვარდა..
იმიტომ, რომ ამ კაცს სხვა რამ უყვარდა - სცენა უყვარდა!
სერგო ზაქარიაძემ თვითონ შექმნა დიდი სერგო ზაქარიაძე.
14 წლის ბიჭს, თბილისში ჩაპარულს , თეატრალურ სტუდიაში განცხადება რომ შეიტანა, არც ღებულობდნენ. მოიტყუა.
17-ის ვარო, და თუმცა გამოცდა ჩააბარა, მაინც დაიწუნეს ასაკის გამო .
მის მერე რამოდენიმეჯერ გააგდეს თეატრიდან..
უკვე ასაკის გამო არა, იმის გამო, რომ სწორედ ქალებთან ურთიერთობა ეშლებოდა.
ხან პირიქით, რომ არ ეშლებოდა.
ერთხელ მასწავლებელმა, სტუდიელებთან ეჟენ სკრიბის პიესას რომ არჩევდა , "ჭიქა წყალი" ახსენა.
სერგოც თავპირისმტვრევით გავარდა და დიდი ტოლჩით მიართვა ქალბატონს.
იმან კიდე დაცინვად მიიღო.
"არ გნებავთ და ნუ გნებავთო" - ზაქარიაძემ და ტოლჩა უკანვე წაიღო, ტირილით გაიქცა ქალი.
რეჟისორ ქორელამდე მივიდა ეს ამბავი .
იმანაც გააგდო.
იმ ქორელს კი "გადაუხადა" მერე სამაგიერო ზაქარიაძემ, მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად, მაგრამ ეს მერე, იყო, მერე, გვიან..
მის მერეც ბევრი უცნაურობა გადახდა ქალების გამო.
ამ ფოტოზეც ერთ მართლაც ნაღდ ქალთან ერთადაა..
კი არაფერი იფიქროთ, ჩვეულებრივი სურათია, ჩვეულებრივი..
მსახიობებია არაჩვეულებრივი.
ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ზაქარიაძე იტყვის,
"სოფისთან თამაშზე არ ვოცნებობ, რადგან ისეთ მსახიობებთან მითამაშია , როგორებიც ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილია, ტოლს რომ არ უდებენ არც სილამაზით, არც ნიჭიერებით იტალიელ მსახიობს"..
იცოდა, იცოდა, ზაქარიაძემ რა დროს რა ეთქვა.
და რატომ გავიხსენე?
ლეგენდარულ მსახიობს ჯერ ნიჭი, და მერე მაყურებელი ჰქმნის.
ხო, მხოლოდ ნიჭი არ კმარა, რომ გახდე ლეგენდა.
საკუთარი თავი უნდა იცნოს მსახიობში მაყურებელმა.
უნდა იცნოს ლაპარაკში, სიხარულის გამოხატვაში, თუ წყენაში, სიყვარულში, თუ სიძულვილში, მანერებში, ჟესტებში, სიარულშიც კი.
უნდა მიხვდეს, რომ მსახიობი კი არა, თვითონ ის ცხოვრობს სცენაზე, თუ ეკრანზე, მის თავზე ხდება ის ყველაფერი, რასაც სცენიდან აჩვენებენ,
უნდა თანაუგრძნოს მას და მაშინ უყვარდება მსახიობი.
მაგრამ ესეც არ კმარა, - ერთი თაობის სიყვარული არ კმარა ლეგენდის დაბადებას.
მამამ რო იცნო მსახიობში საკუთარი თავი არ კმარა, შვილმაც უნდა იცნოს,
ხო, თაობიდან თაობაში უნდა გადავიდეს ეს მიღება, და მაშინ იბადება ლეგენდა.
მაგრამ აგერ 30 წელი გავიდა, და რამდენი თაობა წამოგვეწია მსახიობების და მაყურებლის, მაგრამ ახალი ლეგენდა არსად სჩანს,
განა ქართული ნიჭი მოკვდა?
არა, რა თქმა უნდა,
მაგრამ ახალი ლეგენდები აღარ არიან და თუ რატომ, ეს მართლაც ცალკე საუბრის თემაა, და მის შესახებ უფრო დეტალურად სხვა დროს ვიტყვი რაიმეს, მაშინ როცა დღევანდელ ქართულ თეატრზე და , ქართულ კინოზე ვისაუბრებ, თუ რატომ არ არის არც ერთი დღეს ქართული, და უფრო ადვილი გასაგები იქნება, თუ რატომ ვერ ცნობს მაყურებელი მსახიობში თავისთავს.
ახლა უბრალოდ აჩვენეთ ეს ფოტო შვილს და შვილიშვილს, და მოუყევით მასზე ის, რაც ახლა მე თქვენ მოგიყევით.
ერთი ფილმი მაინც ანახეთ ამ კაცის მონაწილეობით, რომ მიხვდეს, თუ რა არის ნიჭი, დიდი ნიჭი.
რომ გაარჩიოს მერე ნიჭი და სიყალბე ერთმანეთისგან.
არ გცალიათ, ხო?
თუ შვილს და შვილიშვილს არ სცალია?
არ გცალიათ, არც დიდს, არც პატარას, დროს ვერ ნახულობთ სულიერებისთვის, და მერე გიკვირთ, თუ რატომ აღარ იბადებიან დღეს ახალი ლეგენდები?
.
წერილებიდან " დრამატული დრამატურგია"
გუჯა ბიძია.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати