USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა
дата:  

იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმა სირიის საზღვართან მდებარე ბაზაზე მოხდა.

მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. როგორც ბაიდენმა განაცხადა, თავდასხმის ფაქტებს ჯერ კიდევ აგროვებენ, თუმცა შეტევაში ირანის მიერ მხარდაჭერილი“ რადიკალური დაჯგუფებები დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ფაქტებს ამ თავდასხმის შესახებ, ვიცით, რომ ეს თავდასხმა ირანის მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელდა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ეჭვიც არ შეგეპაროთ - ყველა პასუხისმგებელი პირი მომხდარზე აგებს პასუხს. მაშინ და ისე, როგორც ამას ჩვენ გადავწყვეტთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თეირანში მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати