„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ფაქტებს ამ თავდასხმის შესახებ, ვიცით, რომ ეს თავდასხმა ირანის მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელდა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ეჭვიც არ შეგეპაროთ - ყველა პასუხისმგებელი პირი მომხდარზე აგებს პასუხს. მაშინ და ისე, როგორც ამას ჩვენ გადავწყვეტთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თეირანში მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.