USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
BioNTech-ის ხელმძღვანელი უგურ შაჰინი - ზაფხულის ბოლოს აღარ დაგვჭირდება "ლოქდაუნი"
თარიღი:  533

კომპანია BioNTech-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უგურ შაჰინი მიჩნევს, რომ ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და აშშ-ში ზაფხულის ბოლომდე, კორონავირუსი კონტროლს დაექვემდებარება ვაქცინაციის გათვალისწინებით. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა „Welt am Sonntag“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში, ჩვენ, სავარაუდოდ, ზაფხული ბოლოს, ვიქნებით სიტუაციაში, როდესაც აღარ დაგვჭირდება ლოქდაუნი“ , - აცხადებს შაჰინი.

თუმცა, მისი თქმით, ვირუსი არსად წავა და მინიმუმ, კიდევ ერთი წელი გავა, ვიდრე კაცობრიობა შეძლებს სიტუაციის ფლობას.

„იქნება აფეთქებები, მაგრამ ეს იქნება ფონური ხმაური. იქნება მუტაცია, მაგრამ ისინი ვერ შეგვაშინებს“ , - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

შაჰინი მიიჩნევს, რომ უშუალოდ გერმანიაში შესაძლებელია 70 %-ით ვაქცინაციით უზრუნველყოფა სექტემბრის ბოლომდე, რის შემდეგაც, ვითარება, გაცილებით კონტროლირებადი გახდება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის