კომპანია BioNTech-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უგურ შაჰინი მიჩნევს, რომ ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და აშშ-ში ზაფხულის ბოლომდე, კორონავირუსი კონტროლს დაექვემდებარება ვაქცინაციის გათვალისწინებით. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა „Welt am Sonntag“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში, ჩვენ, სავარაუდოდ, ზაფხული ბოლოს, ვიქნებით სიტუაციაში, როდესაც აღარ დაგვჭირდება ლოქდაუნი“ , - აცხადებს შაჰინი.
თუმცა, მისი თქმით, ვირუსი არსად წავა და მინიმუმ, კიდევ ერთი წელი გავა, ვიდრე კაცობრიობა შეძლებს სიტუაციის ფლობას.
„იქნება აფეთქებები, მაგრამ ეს იქნება ფონური ხმაური. იქნება მუტაცია, მაგრამ ისინი ვერ შეგვაშინებს“ , - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
შაჰინი მიიჩნევს, რომ უშუალოდ გერმანიაში შესაძლებელია 70 %-ით ვაქცინაციით უზრუნველყოფა სექტემბრის ბოლომდე, რის შემდეგაც, ვითარება, გაცილებით კონტროლირებადი გახდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.