USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სად გაივლის ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი?
дата:  503

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი წარუდგინა.

აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი ამჟამად ორზოლიანია. 31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში, თუმცა მთავრობა მის გაფართოებას და 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს. ახლა კი მომზადებული ტექნიკური პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს განსახილველად წარედგინა.

პროექტზე საჯარო განხილვები 2026 წლის 21 იანვარს უნდა დაიწყოს და მასში საკუთარი კითხვის თუ მოსაზრების დაფიქსირება ქობილეთის მცხოვრებლებს, დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეეძლებათ.

გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი ორი - 305 და 174 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს.

სამინისტროს წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია სამი შესაძლო ალტერნატივა, რომელთაგან გზის საბოლოო მარშრუტი საჯარო განხილვების და გზშ პროცესის ფარგლებში შეირჩევა.

ახალი გზა არსებული გზის პარალელურად გაივლის, გარდა იმ მონაკვეთისა, რომელიც უშუალოდ ქობულეთის მომიჯნავედაა.

  • ალტერნატიული ვარიანტი I – მიუყვება არსებულ ორ ზოლიან გზას პარალელურად მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან. მისი სიგრძე არის 30.7 კმ;
  • ალტერნატიული ვარიანტი II – მიუყვება არსებულ ორ ზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს მრუდების გაუმჯობესების მიზნით. ასევე გათვალისწინებულია სხვა მონაკვეთების გაუმჯობესება. ალტერნატიული დერეფნის სიგრძეა 30,7 კმ.
  • ალტერნატიული ვარიანტი III – მიუყვება არსებულ ორ ზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით. მისი სიგრძეა 30.5 კმ.

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიანად მოდერნიზების სამი ალტერნატივა:

мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати