ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი წარუდგინა.
აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი ამჟამად ორზოლიანია. 31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში, თუმცა მთავრობა მის გაფართოებას და 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს. ახლა კი მომზადებული ტექნიკური პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს განსახილველად წარედგინა.
პროექტზე საჯარო განხილვები 2026 წლის 21 იანვარს უნდა დაიწყოს და მასში საკუთარი კითხვის თუ მოსაზრების დაფიქსირება ქობილეთის მცხოვრებლებს, დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეეძლებათ.
გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი ორი - 305 და 174 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს.
სამინისტროს წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია სამი შესაძლო ალტერნატივა, რომელთაგან გზის საბოლოო მარშრუტი საჯარო განხილვების და გზშ პროცესის ფარგლებში შეირჩევა.
ახალი გზა არსებული გზის პარალელურად გაივლის, გარდა იმ მონაკვეთისა, რომელიც უშუალოდ ქობულეთის მომიჯნავედაა.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიანად მოდერნიზების სამი ალტერნატივა:

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.