USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა 
Date:  835
 
შეხვედრა იმ კომპანიებთან გაიმართა, რომლებთანაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამ ეტაპზე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის მიმართულებით.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები - ვახუშტი ბაგრატიონი, გიორგი კობერიძე, ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი; ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები.
 
მინისტრმა მონაწილეებს გააცნო სამინისტროს სტრატეგიული ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს სამშენებლო პროცესების ხარისხის გაუმჯობესებას, კონტრაქტების მართვის მოქნილობის ზრდას და შესრულების ვადების ეფექტიან კონტროლს.
 
კომპანიების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე გააჟღერეს სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები, ურთიერთთანამშრომლობისთვის აუცილებელი ის საკითხები, რაც კრიტიკულია ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო დაინტერესებულია ძლიერი ადგილობრივი სამშენებლო სექტორის ჩამოყალიბებით და მზად არის მაქსიმალური კომუნიკაციისთვის, რათა არსებული პრობლემები ერთობლივად გადაწყდეს.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way